დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3453-XIIრს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 03/07/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 040150000.05.001.021023 |
|
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) 201 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:
„61. დაუშვებელია, სამეწარმეო საზოგადოების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, გარდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აკრედიტებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისა, საფირმო სახელწოდებაში გამოყენებულ იქნეს სიტყვები: „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ სიტყვების გამოყენებით. 62. სამეწარმეო საზოგადოების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საფირმო სახელწოდების ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოს მოთხოვნა შეიძლება წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა − „საქპატენტმა“ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 3 ივლისი 2023 წ. N3453-XIIრს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები