საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3454-XIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016099
3454-XIIრს-Xმპ
03/07/2023
ვებგვერდი, 10/07/2023
010190030.06.001.016099
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2112 მუხლი:

„მუხლი 2112. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ მიერ შექმნილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის წევრების წარდგენის წესი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ მიერ შექმნილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის (შემდგომ − კომისია) 2 წევრს წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე პარლამენტის წევრთაგან წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით კომისიის 2 წევრის წარდგენა ხდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-14 კალენდარული დღისა. ამ კონკურსის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს.

3. თუ ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილ კომისიის წევრს შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, პარლამენტის თავმჯდომარე სათანადო ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა ამავე მუხლით დადგენილი წესით წარადგენს მის ადგილმონაცვლეს.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

3 ივლისი 2023 წ.

N3454-XIIრს-Xმპ