დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიაქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ” შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის №22/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 239/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 104, 23/09/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.11.119.006.688 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.688
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №239/ნ
2004 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებაში (სსმ III, №12, 04.02.2004წ., მუხლი 112) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების პირველი ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-6, ხოლო მე-2 ნუსხიდან – მე-9 პუნქტი;
ბ) ბრძანების მე-2 დანართის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. I და II ნუსხებში მითითებული სამკურნალო საშუალებები ექვემდებარება საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას. „აზოტის ქვეჟანგის” საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა ხორციელდება მხოლოდ ფარმაცევტული ბაზისა და აფთიაქის დონეზე”.
გ) ბრძანების მე-2 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. ფენილპროპანოლამინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების საცალო რეალიზაცია განხორციელდეს ფორმა №3 რეცეპტის ბლანკის საფუძველზე.”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები