ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XIII დანართის (საბაჟო კანონმდებლობის დაახლოება) განახლების შესახებ საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2021 წლის 17 ივნისის N1/2021 გადაწყვეტილება

დოკუმენტის ნომერი 200/42-ACTC-1/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 17/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016748
200/42-ACTC-1/2021
17/06/2021
ვებგვერდი, 18/07/2023
480610000.03.030.016748
ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XIII დანართის (საბაჟო კანონმდებლობის დაახლოება) განახლების შესახებ საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2021 წლის 17 ივნისის N1/2021 გადაწყვეტილება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XIII დანართის (საბაჟო კანონმდებლობის დაახლოება) განახლების შესახებ საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2021 წლის 17 ივნისის N1/2021 გადაწყვეტილება
 
საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის

გადაწყვეტილება №1/2021 

2021 წლის 17 ივნისი

ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებშეთანხმების XIII დანართის (საბაჟო კანონმდებლობის დაახლოება) განახლება

ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა,

მხედველობაში მიიღო რა, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების და, კერძოდ, მისი 75-ე და 406(3) მუხლები,

რამდენადაც:

(1) 2014 წლის 27 ივნისს გაფორმდა და 2016 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის (შემდგომში „შეთანხმება“);

(2) შეთანხმების პრეამბულაში დაფიქსირებულია მხარეების სურვილი გააგრძელონ

საქართველოში რეფორმისა და კანონმდებლობის დაახლოების პროცესი და ამით ხელი შეუწყონ ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას და პოლიტიკური ასოცირების გაღრმავებას, ასევე ეკონომიკურ ინტეგრაციას მარეგულირებელ კანონმდებლობასთან ყოველმხრივ დაახლოებით;

(3) შეთანხმების 75-ე მუხლის თანახმად, საქართველომ აიღო ვალდებულება ეტაპობრივად დაუახლოვდეს ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობას, შეთანხმების XIII დანართის შესაბამისად (საბაჟო კანონმდებლობის დაახლოება);

(4) იმის გათვალისწინებით, რომ შეთანხმების XIII დანართში (საბაჟო კანონმდებლობის დაახლოება) მოყვანილი ევროკავშირის საკანონმდებლო აქტები არსებითად ჩამოყალიბდა შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, რაც უნდა აისახოს ხსენებულ დანართში,

მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

მუხლი 1

ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასქა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XIII დანართი (საბაჟო კანონმდებლობის დაახლოება) შეიცვალოს ამ გადაწყვეტილების დანართში მოცემული ტექსტით.

მუხლი 2

ეს გადაწყვეტილება მომზადდა ბულგარულ, ხორვატულ, ჩეხურ, დანიურ, ჰოლანდიურ, ინგლისურ, ესტონურ, ფინურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, უნგრულ, იტალიურ, ლატვიურ, ლიეტუვურ, მალტურ, პოლონურ, პორტუგალიურ, რუმინულ, სლოვაკურ, სლოვენიურ, ესპანურ, შვედურ და ქართულ ენებზე, თითოეული მათგანი თანაბრად ავთენტურია.

მუხლი 3

გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღების დღეს.

 დანართი

„დანართი XIII

საბაჟო კანონმდებლობის დაახლოება

საბაჟო კოდექსი

ევროკავშირის საბაჟო კოდექსის შექმნის შესახებ ევროპარლამენტის და საბჭოს 2013 წლის 9 ოქტომბრის (EU) No 952/2013 რეგულაცია.1

განრიგი: 1-ლი მუხლის, მე-4 მუხლის, 27(1) მუხლის (b) პუნქტის, 53-ე მუხლის, 81-ე მუხლის, 82-ე მუხლის, 87(4) მუხლის, 89(2) მუხლის (a) პუნქტის, 155-ე – 157-ე მუხლების, 211(4) მუხლის (b)  პუნქტის,  227-ე  მუხლის,  233(1)  (c)  პუნქტის  და  284-ე  –  288-ე  მუხლების  გარდა,  (EU)  No952/2013 რეგულაციის დებულებებთან დაახლოება განხორციელდება ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის მანძილზე.

(EU) No952/2013 რეგულაციის 210-ე მუხლთან დაახლოების საკითხს მხარეები დაუბრუნდებიან პირველ აბზაცში მითითებული შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან ოთხწლიანი პერიოდის ამოწურვამდე.

(EU) No952/2013 რეგულაციის 247-ე მუხლთან დაახლოებისთვის გამოიყენება მაქსიმალური ძალისხმევა.

საერთო ტრანზიტი და ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტი

საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ 1987 წლის 20 მაისის კონვენცია ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ 1987 წლის 20 მაისის კონვენცია

განრიგი: პირველ და მეორე აბზაცში მითითებული კონვენციების დებულებებთან დაახლოება, აღნიშნულ კონვენციებზე საქართველოს შესაძლო მიერთების ჩათვლით, განხორციელდება ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის მანძილზე.

1. OJ EU L 269, 10.10.2013 გვ. 1

საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლება

საბჭოს 2009 წლის 16 ნოემბრის (EC) No 1186/2009 რეგულაცია საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლების თაობაზე თანამეგობრობის სისტემის შექმნის შესახებ

განრიგი: (EC) N1186/2009 რეგულაციის I და II თავის დებულებებთან დაახლოება განხორციელდება ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის მანძილზე.

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა

2013 წლის 12 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) No608/2013 რეგულაცია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საბაჟოს მიერ აღსრულებაზე

განრიგი: (EU) No 608/2013 რეგულაციის დებულებებთან დაახლოება, 26-ე მუხლის გარდა, განხორციელდება ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის მანძილზე. No 608/2013 რეგულაციასთან  დახლოების  ვალდებულება  არ  უქმნის  საქართველოს  რაიმე ვალდებულებას, გაატაროს ზომები იმ შეთხვევაში, როდესაც ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული მატერიალური კანონმდებლობა და დებულებები არ იცავს ინტელექტუალური საკუთრების ამა თუ იმ უფლებას.“.