„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/07/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016583
18
05/07/2023
ვებგვერდი, 07/07/2023
010260020.35.116.016583
„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2023 წლის 5 ივლისი

ქ. ცაგერი

„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2023წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016566) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უსახლკარო ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) გამქირავებლის საბანკო ანგარიში;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია ბენეფიციარის საცხოვრებელი პირობების (უსახლკარობის) შესახებ და საკრებულოს წევრის, თემის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობა;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.“

2.  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება

1. სხვადასხვა  სახის მძიმე ოპერაციების (ონკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, კარდიოქირურგიული, ნეიროქირურგიული, ენდოკრინოლოგიური, ოფთალმოლოგიური, უროლოგიური, მუცლის ღრუს) თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირად ღირებულია (400 ლარზე მეტი) სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე ბენეფიციართათვის, მათი მხრიდან გადასახდელი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარისა.

2.  სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება  დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (300 ლარზე მეტი) პირის გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარისა.

3. ონკოლოგიურ პაციენტებს, რომელთაც ჩაუტარდებათ  ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია, რომლებიც არ ფინანსდება  დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (400 ლარზე მეტი), დაუფინანსდებათ პაციენტის მიერ გადახდილი თანხის 50%, არაუმეტეს 1500 ლარისა.

4. ოჯახებს, რომელთა მატერიალური შემოსავალი ფიქსირდება 2000 ლარი და მეტი, ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე  პუნქტით დახმარება არ გაეწევა.

5.  ამ პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება:

ა) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;

ბ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა;

გ) მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები (საკეისრო კვეთა არასამედიცინო ჩვენებით ან პირადი ექიმის აყვანასთან დაკავშირებული ხარჯები);

დ) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა.

6. თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება წარმოეშვა ამ დებულებით განსაზღვრული მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით, ფულადი დახმარება გაიცემა იმ პუნქტით, რომელიც თანხობრივად მეტია.

7. სხვა მძიმე დაავადებები:

ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

ბ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები პარკინსონით დაავადებული პაციენტები;

გ) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებული პაციენტი, მძიმე ფორმის. იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი, (დისცირკულატორული ენცეფალოპათია მე–2,მე–3 ხარისხი). ახალი შემთხვევა 1 წლამდე;

დ) შაქრიანი დიაბეტით ტიპი 1–2, მძიმე მიმდინარეობით, გართულებული მხედველობის, გულის, თირკმლის, ტვინის სისხლძარღვების ანგიოპათიით;

ე) სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები. სუნთქვის უკმარისობა 2  ხარისხით;

ვ) გულის იშემიური დაავადებები. შუნტირებისა და სტენტირების შემდგომი პერიოდი. (ახალი შემთხვევა 1 წლამდე, გულის ქრონიკული  უკმარისობა მე-2, მე-3 ხარისხი);

ზ) ტოქსიური ჩიყვი მძიმე მიმდინარეობით. (ფორმა 100 შევსებული ენდოკრინოლოგის ან ენდოკრინოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით);

თ) რევმატიზმი მძიმე მიმდინარეობით,  ხშირი გამწვავებებით გართულებული გულის მანკით- გულის უკმარისობა მე-2 ხ,  თავის ტვინის რევმატიზმი მძიმე მიმდინარეობით;

ი) კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მძიმე ფორმით.(გართულებული სისხლდენით და პერფორაციით);

კ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცერემბრალური დამბლით  და სხვა პარალიზირებული სინდრომებით დაავადებული პაციენტები;

ლ)  შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, სახსრების ფუნქციის მნიშვნელოვანი მოშლით;

მ)  სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, ხშირი გამწვავებებით;

ნ)  ონკოლოგიური დაავადებები მე-2, მე-3, მე-4 სტადია, ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი.(ფორმა–100 (ონკო-ცენტრიდან) შევსებული ონკოლოგის ან ონკოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით) დაავადების გამოვლენიდან 5 წლის განმავლობაში ან რეციდივის არსებობისას;

ო) სხვადასხვა სახის უბედური შემთხვევების დროს მიღებული დაზიანებების მკურნალობა.(ტრავმები, მოწამვლები, გარეშე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებები - 1 წლამდე);

პ)  კანის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, ხშირი გამწვავებებით;

ჟ) ღვიძლის ციროზი დეკომპენსირებული, ასციტი;

რ) ქრონიკული, არტერიული და ვენური სისხლის მიმოქცევის უკმარისობა მე-3, მე-4 სტადია. მძიმე მიმდინარეობით.(ფორმა 100 შევსებული უნდა იყოს ანგიოლოგის მიერ ან ანგიოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით);

ს) თანდაყოლილი ანომალიები, დეფორმაციები და ქრომოსომული დაავადებები, აუტისტური სპექტრის პირები;

ტ) თირკმლის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით. მე-3-მე-4 სტ;

უ) უსინათლო ინვალიდები.

8. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით მოსარგებლე ოჯახებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, 150-დან 300 ლარამდე საბჭოს გადაწყვეტილებით.

9.  დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №100/ა, გაცემიდან 3 თვის განმავლობაში;

დ)  ანგარიშფაქტურა სამკურნალო დაწესებულებიდან  ჩატარებული მკურნალობის შესახებ, პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ - 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

ე) ჩასატარებელი სამკურნალო ღონისძიებების შესახებ წინასწარი კალკულაციის წარმოდგენის შემთხვევაში მერია გასცემს საგარანტიო წერილს;

ვ) არსებობის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;

ზ) განმცხადებლის  საბანკო ანგარიში;

თ)  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და საკრებულოს წევრის, თემის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობა;

ი) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

10. ამ მუხლის მე-6 პუნქტის ქვეპუნქტებით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.

11. მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის  შემთხვევაში მოქალაქის მიერ დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებას უგზავნის წერილს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემიდან 1 (ერთი) თვის ვადით. წერილი გაიცემა ბენეფიციარზე წინასწარ ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის პერიოდში. ანგარიშსწორება მოხდება სამედიცინო დაწესებულებიდან მოწოდებული შემდეგი დოკუმენტაციის შემდეგ:

ა) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV-100/ა და/ან კვლევის შედეგ;

ბ) ანგარიშ-ფაქტურა, სადაც მითითებული იქნება მკურნალობის მთლიანი ხარჯი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, სადაზღვეო პროგრამით და/ან სხვა გზით გათვალისწინებული მკურნალობის თანადაფინანსება და პაციენტის გადასახდელი წილი.

3.  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს 81 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 81. განსაკუთრებით ძვირადღირებული გამოკვლევებისა და ოპერაციების თანადაფინანსება, რომელიც აღემატება 5000 ლარს.

1. ნეიროფიბრომატოზით დაავადებული პაციენტები თანადაფინანსების სახით მიიღებენ გადახდილი თანხის 50%-ს , მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა.

2.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ, თ ქვეპუნქტებით მოსარგებლე ბენეფიციარები დაფინანსდებიან გადახდილი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3500 ლარისა.

ა) სახსრების პროთეზირების დაფინანსება იმ პაციენტებისათვის, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ (შრომისუნარიან ასაკში მყოფი);

ბ) ბავშვთა დავადებების შემთხვევაში სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსება;

გ) ორგანოთა ტრანსპლაციის თანადაფინანსება (თირკმელი, ძვლის ტვინი);

დ) კარდიო -ქირურგიული ძვირადღირებული ოპერაციების თანადაფინანსება;

ე) ნეიროქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება (რაბილიტაცია);

ვ) ძვირადღირებული ანგიოქირურგიული ოპერაციები;

ზ) რეანიმაციულ მკურნალობაზე ხანგრძლივად მყოფი პაციენტების თანადაფინანსება;

თ) სხვადასხვა დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვები, რომელთაც აუცილებელი სამედიცინო მომსახურეობა ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში ან/და ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი პროგრამებით.

3. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №100/ა, გაცემიდან 3 თვის განმავლობაში;

დ) ანგარიშფაქტურა (საჭიროების შემთხვევაში თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული)  სამკურნალო დაწესებულებიდან  ჩატარებული მკურნალობის შესახებ, პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი,  რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ - 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

ე) 8მუხლის პირველი პუნქტის  ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ ქვეპუნქტების შემთხვევაში ჩასატარებელი სამკურნალო ღონისძიებების შესახებ წინასწარი კალკულაციის წარმოდგენის შემთხვევაში  მერია გასცემს საგარანტიო წერილს.

ვ) განმცხადებლის  საბანკო ანგარიში;

ზ)  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და საკრებულოს წევრის, თემის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობა;

თ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ი) 8მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილება საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით „მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში“ მიღებული დაფინანსების შესახებ, ან შესაბამისი სპეციალისტის/ექსპერტის დასკვნა აუცილებელი სამედიცინო დახმარების საქართველოს სამკურნალო დაწესებულებაში ვერჩატარების შესახებ“.

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მაღალმთიანობის სტატუსის მქონე   ორსულის (ან მეუღლის) განცხადება.“

5. დადგენილებით დამტკიცებული წესის 23-ე მუხლის  მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მუხლი – 6, 7, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 19, 20, 21, 22, 221-ით მოსარგებლე ბენეფიციარებზე დახმარება გაიცეს ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის  სამსახურის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჭაბუკი ჭაბუკიანი