“ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსტა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №549 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ”

  • Word
“ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსტა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №549 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 603
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/09/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 23/09/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 09/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.11.117.006.684
  • Word
603
16/09/2004
სსმ, 104, 23/09/2004
200.010.000.11.117.006.684
“ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსტა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №549 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ”
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.11.117.006.684

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №603

2004 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №549 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №549 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004წ., № 91, მუხ. 785) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს დეპარტამენტი ახორციელებს ცენტრალური აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, მსხვილ გადამხდელთა, აქციზის გადამხდელთა, ქ. თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის, გორის, თელავის და ახალციხის საგადასახადო ინსპექციების მეშვეობით”.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებს (გარდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებისა და ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებისა და მათი მოადგილეებისა) და დეპარტამენტს დაქვემდებარებული საგადასახადო ორგანოების მოხელეებს (გარდა საგადასახადო ინსპექციების უფროსების, მათი მოადგილეების, ინსპექციების სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებისა და მათი მოადგილეებისა), განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, ახორციელებს მათ მიმართ წამახალისებელ და დისციპლინურ ზემოქმედებას;”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2004 წლის 26 სექტემბერს.

ზ. ნოღაიდელი