დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.113.016500 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/01/2023, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.113.016486) და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაცია ითვალისწინებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგისტრირებული 2 წლიდან 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვების სარეაბილიტაციო მომსახურებას, რომელთა ძირითადი დიაგნოზია („ICD-10“) კლასიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული განვითარების ზოგადი აშლილობები („F84.0“; „F84.9“). ქვეპროგრამაში პირველადი ჩართვის შემთხვევაში ბენეფიციარის დიაგნოზი განსაზღვრული უნდა იყოს „ADOS-2“ ტესტირების სადიაგნოსტიკო კვლევის შედეგის საფუძველზე. პროგრამაში ჩართვისას, ბენეფიცირი განცხადებით მომართავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურს, აღრიცხვის თაობაზე. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა), ასლი; მშობლის/ კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი); მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV- 100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის პროგრამის განმახორციელებელთან წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი, სულ მცირე, „ADOS-2“ განსაკუთრებული საჭიროების სადიაგნოსტიკო კვლევის შედეგი, „ADOS“ ტესტირების შედეგი; ამასთან, სერვისით უწყვეტად სარგებლობისათვის, ყოველი მომდევნო წლის დასაწყისში უნდა იქნეს წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმწოდებელთან, დადგენილი ლიმიტის ფარგლებში გაჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, ახალი მოსარგებლის ჩართვა ხდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე (მშობელი/ კანონიერი წარმომადგენელი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის ქვეპროგრამაში ჩართვისას, პრიორიტეტი მიენიჭება მომლოდინეთა რიგში/სიაში მყოფ სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლის ქულა არ აღემატება 70001-ს; ასევე, იმ პირს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა განმახორციელებელს განცხადებით. პროგრამული წლის ათვლა იწყება მომდევნო წლის 1-ელ იანვარს. მიმწოდებლის მიერ უნდა მოხდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა; ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, სოციალური განვითარების, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება თავის მხრივ მოიცავს საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური – ინტერდისციპლინური გუნდის – რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი/ ფიზიკური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, ბენეფიციარისათვის ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად, კომპლექსური თერაპიის მიწოდებას (გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ: კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია, სენსორული თერაპია, ფიზიკური თერაპია, არტთერაპია, მუსიკალური თერაპია, მათ შორის, ჯგუფური თერაპია და სხვა. ასევე, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მომზადება (მათ შორის, შესაბამისი უნარ- ჩვევების განვითარება და სპეციფიკური ზრუნვის სწავლება) და კონსულტირებას ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. პროგრამით განსაზღვრული თითოეული ინდივიდუალური სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ, 1 საათს. გაწეული მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 375 ლარისა – 15 სეანსი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები