„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 249
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024082
249
04/07/2023
ვებგვერდი, 04/07/2023
470230000.10.003.024082
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №249

2023 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების (გარდა №1.8 დანართის მე-2 პუნქტით, №1.10 და №1.14 დანართებით განსაზღვრული მომსახურებისა) დაფინანსება ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.“.

2. №1.13 დანართის  („თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია“) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის №1.14 დანართი (შესაბამისი საჭიროების (რესპირატორული დისტრეს სინდრომის) მქონე ნეონატალური ასაკის ბენეფიციარების სპეციფიკური მედიკამენტით უზრუნველყოფა):

დანართი №1.14

შესაბამისი საჭიროების (რესპირატორული დისტრეს სინდრომის) მქონე ნეონატალური ასაკის ბენეფიციარების სპეციფიკური მედიკამენტით უზრუნველყოფ

1. მომსახურების მოცულობა

ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნეონატალური ასაკის (რესპირატორული დისტრეს სინდრომის მქონე) მოსარგებლეებისთვის ამ დანართით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს მედიკამენტ „ნატურალური ფოსფოლიპიდების (Natural phospholipids)“ შესყიდვას.

2. დაფინანსების/განხორციელების მექანიზმი:

ა) ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) ამ დანართის პირველი პუნქტის ფარგლებში შესყიდულ საქონელს განმახორციელებელი უსასყიდლოდ გადასცემს ნეონატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას, საჭირო რაოდენობით. შესყიდული საქონელი არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან;

გ) ამ დანართის პირველი პუნქტის ფარგლებში შესყიდული საქონლის სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადაცემისა და განაწილების წესი მტკიცდება სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სამინისტროსთან შეთანხმებით;

დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების (მათ შორის, ლოგისტიკის) 2023 წლის ბიუჯეტი შეადგენს 2,145.0 ათას ლარს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი