დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „თრეიდ ჰოლდინგის“ (ს/ნ: 416331507) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 300 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №300
2023 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „თრეიდ ჰოლდინგის“ (ს/ნ: 416331507) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 52-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 551 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 551 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა.დ“ და „ი.ე“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:
1. შპს „თრეიდ ჰოლდინგს“ (ს/ნ: 416331507) 2023 წლის 14 ივლისიდან გაუუქმდეს საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.
2. 2023 წლის 14 ივლისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს „თრეიდ ჰოლდინგის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 17 აპრილის №47 განკარგულება.
3. აღნიშნული განკარგულება 10 დღის განმავლობაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები