მიკრობანკებისთვის „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნების დაწესების თაობაზე

მიკრობანკებისთვის „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნების დაწესების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 169/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016742
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
169/04
05/07/2023
ვებგვერდი, 06/07/2023
220090000.18.011.016742
მიკრობანკებისთვის „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნების დაწესების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/07/2023 - 01/08/2023)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №169/04

2023 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

მიკრობანკებისთვის „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნების დაწესების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
მიკრობანკების მიერ ფიზიკური პირებისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან)  100 000 (ასი ათას) ლარზე მეტი ოდენობის დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა შესაძლებელია მხოლოდ საზედამხედველო კაპიტალთან შეფარდებით, შესაბამისი  ზღვრის ფარგლებში, კერძოდ, 100 000 (ასი ათას) ლარზე მეტი ოდენობის დაბრუნებადი ფულადი სახსრების ჯამური მოცულობა (გარდა ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა, მიკრობანკის აქციონერის/დამფუძნებლის მიერ მიკრობანკზე სესხის გაცემისა ან მის კაპიტალში შენატანის განხორციელებისა და „მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №111/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად კლასიფიცირებული დამატებითი პირველადი და მეორადი კაპიტალის  ინსტრუმენტებისა) არ უნდა აღემატებოდეს მიკრობანკის საზედამხედველო კაპიტალის 50 პროცენტს.
მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლი არ ვრცელდება „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროცენტიანი და უპროცენტო მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტების მოზიდვაზე „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზღვრის ფარგლებში და ზღვრის ზემოთ, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლიკვიდურობის მოთხოვნების დაცვით მიმდინარე ანგარიშების მომსახურებაზე.
მუხლი 3
მიკრობანკი ვალდებულია დაიცვას წილობრივი ინვესტიციებისა და ქონებრივი ინვესტიციების სააქციო კაპიტალთან შემდეგი თანაფარდობა:

ა) წილობრივი ინვესტიციების კოეფიციენტი – იურიდიულ პირთა საწესდებო კაპიტალში მიკრობანკის ინვესტიციების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მიკრობანკის სააქციო კაპიტალის 50 პროცენტს;

ბ) ქონებრივი ინვესტიციების კოეფიციენტი – მიკრობანკის ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულება იურიდიულ პირთა საწესდებო კაპიტალში მიკრობანკის ინვესტიციების საერთო თანხასთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს მიკრობანკის სააქციო კაპიტალის 70 პროცენტს.

მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა