„საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.024078
245
04/07/2023
ვებგვერდი, 04/07/2023
010220020.10.003.024078
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №245

2023 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის №89 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/03/2015, 010220020.10.003.018474) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის დებულების“:

1. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“  ქვეპუნქტები:

„ე) ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ამ დებულების მე-6 მუხლის ფარგლებში, კომისიის სახელით,  თემატური/დარგობრივი სამუშაო ჯგუფ(ებ)ის შექმნას;

ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ჯგუფ(ებ)ის ფუნქციებისა და მათი ხელმძღვანელ(ებ)ის განსაზღვრას.“;

ბ)  მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამდივნო უფლებამოსილია, დამოუკიდებლად ან/და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფ(ებ)ის მეშვეობით, კომისიის სახელით, განახორციელოს ამ დებულების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის შესრულება.“.

2.  მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. კომისიის  სამუშაო ჯგუფი

დასახული მიზნებისა და დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად, კომისია ან კომისიის სამდივნო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფი შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი