“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ”

  • Word
“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 55/2004
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/09/2004
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 102, 20/09/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.150.020.13.007.006.681
  • Word
55/2004
16/09/2004
სსმ, 102, 20/09/2004
010.150.020.13.007.006.681
“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ”
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.150.020.13.007.006.681

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №55/2004

2004 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 სექტემბრის № 385 ბრძანებულების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისას/არჩევისას/წარდგენისას, აგრეთვე მხარდამჭერთა სიაში ხელმოწერისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, თუ მასში აღნიშნულია მოქალაქის რეგისტრაციის ადგილი, ან საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა;

ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტი და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა;

გ) სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი, თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი;

დ) სამხედრო ბილეთი და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა;

ე) დევნილის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (საქართვე­ლოს მოქალაქის პასპორტი ან სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი. თუ მასში აღნიშ­ნუ­ლია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი).

    მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი  ზ. ნონიკაშვილი     

კომისიის მდივანი  კ. კვიტაიშვილი