ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-75. 75231814
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.125.016002
გ-75. 75231814
30/06/2023
ვებგვერდი, 04/07/2023
000000000.00.125.016002
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება  Nგ-75.75231814

2023 წლის 30 ივნისი

ქ. ტყიბული

 

 ტყიბულის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების  შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-15 მე-17 პუნქტების საფუძველზე,  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

მუხლი 1

განხორციელდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე, სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება არაბული ციფრებით  დანართი №1-ით განსაზღვრული ობიექტების შესაბამისად, თანდართული სიტუაციური რუკების გამოყენებით (დანართი №2).

მუხლი 2

განკარგულება, მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

მუხლი 3

განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 4

განკარგულება გაეგზავნოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tkibuli.gov.ge.

მუხლი 5

კონტროლი განკარგულების შესრულებაზე  დაევალოს ტყიბულის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას (ი. ლომთაძე).

მუხლი 6

განკარგულება შესაძლებელია გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) განკარგულების მიღებიდან ან მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

მუხლი 7

განკარგულება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე