,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 220
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 163, 14/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 390.050.020.10.003.001.165
  • Word
220
12/11/2008
სსმ, 163, 14/11/2008
390.050.020.10.003.001.165
,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №220

2008 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ლიცენზირებას არ ექვემდებარება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საშეშე და სამასალე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით ხე-ტყის (მათ შორის, მოთხრილ-მოტეხილი, ქარტეხილი, ნახანძრალი კატეგორიის ხეები, ტყეკაფის ათვისების შემდგომ დატოვებული საშეშე კატეგორიის ხე-ტყის ნარჩენები და ნაყარი ხე-ტყე) გაცემა, აგრეთვე სპეციალური და მიჩენის მიზნით ტყით სარგებლობა (მათ შორის, ამ ტერიტორიებზე სპეციალური ჭრების განხორციელება) და ტყით მოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ხე-ტყის ჭრა, ასევე წიაღით მოსარგებლისათვის სასარგებლო წიაღისეულის მო-პოვების ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ხე-ტყის ჭრა.“;

ბ) მე-2 მუხლის 43 და 44 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,43. სპეციალურ ჭრას ახორციელებს სპეციალური ან მიჩენის მიზნით გამოყოფილი ტყის ფონდის მიწით მოსარგებლე, რომელიც უზრუნველყოფს გამოყოფილ ფართობზე ჭრას დაქვემდებარებული ხეების აღრიცხვას (ტყეკაფის გამოყოფის სამუშაოთა შესრულება) და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოსათვის წარდგენას, რომელიც აღნიშნული მასალების განხილვის შემდეგ გამოყოფს ტყეკაფს მიწით მოსარგებლისათვის მიღება-ჩაბარების აქტით. სპეციალური ჭრის შედეგად მიღებული მერქნული რესურსი მიღება-ჩაბარების აქტით უნდა გადაეცეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის ორგანოს და მისივე მითითებით და მის სამოქმედო ტერიტორიაზე უნდა განათავსოს (დაასაწყობოს) მიწით მოსარგებლემ;

44. ამ მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული მერქნული რესურსი, აგრეთვე ტყით მოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მოჭრილი მერქნული რესურსი კანონმდებლობით დადგენილი წესით შემდგომი რეალიზაციისათვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საფინანსო სააგენტოს.“;

გ) მე-2 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-9 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი