„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 03 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 03 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/07/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016455
12
03/07/2023
ვებგვერდი, 04/07/2023
010250020.35.120.016455
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 03 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2023 წლის 3 ივლისი

ქ. სამტრედია

 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ", სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 3 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ", სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 03 აპრილის №8 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 05. 04. 2023. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016451) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილების, 240-ე და 242-ე მუხლების, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12 და მე-15 ნაწილების, ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“, საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის მე-25 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების გათვალისწინებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დაადგინა:’’

ბ) დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის - საჯარიმო ქვითრის შედგენისა და გამოყენების წესი, დანართი №2;“

გ) დადგენილების №1 დანართის - „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესის“ მე-4 მუხლის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსით“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენა და წარმოება’’

დ) ამავე დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს სათანადოდ უფლებამოსილი პირები ადგენენ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.’’

ე) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,3. თუ სამართალდამრღვევს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდამრღვევი პოლიციაში შეიძლება მიიყვანოს საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის მე-21 ნაწილის შესაბამისად.’’

ვ) დადგენილების №2 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის - საჯარიმო ქვითრის შედგენისა და გამოყენების წესი’’

ზ) ამავე დანართის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თუ სამართალდამრღვევს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდამრღვევი პოლიციაში შეიძლება მიიყვანოს საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად.’’

თ) ამავე დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. სააღსრულებო ფურცლის გამოწერა.

სააღსრულებო ფურცლის გამოწერა კანონმდებლობით დადგენილი წესით ხდება მუნიციპალიტეტის მერის მიერ. სააღსრულებო ფურცელი დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.’’

ი) დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართი - ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა’’ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„       

     დანართი №3

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის

ოქმი №

----------------------------------------                            ------------------ 20      წ. ------------ -------- სთ

(ოქმის შედგენის ადგილი)                                    (ოქმის შედგენის თარიღი და დრო)

სამტრედიის მუნიციპალიტეტის  -----------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

(ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი)

მონაცემები დამრღვევის შესახებ: -----------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

(ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი, გვარი, მისამართი, პირადი № და სხვა პირადი მონაცემები; იურიდიული პირის შემთხვევაში –  სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი პირადი მონაცემები)

ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ:

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

(ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი)

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

(დარღვეული სამართლებრივი ნორმა, მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი)

მოწმე(ები) (არსებობის შემთხვევაში):

1. -------------------------------------------------------------------------            /-------------------------/

(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი №,        ხელმოწერა)

2. -------------------------------------------------------------------------          /--------------------------/

(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი №,    ხელმოწერა)

დაზარალებულ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში):

1. -----------------------------------------------------------------------        /-----------------------------/

(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი №,    ხელმოწერა)

2. --------------------------------------------------------------------           /------------------------------/         

(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი №,  ხელმოწერა)

დამრღვევის ახსნა-განმარტება:

______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები:

________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის  252-ე  მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი:    ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო:

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

(შენიშვნის შინაარსი)

ოქმი ჩავიბარე -------------------------------------------------------––––––             /----------------/

(სამართალდამრღვევის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა)     (თარიღი)

ოქმის შემდგენელი ------------------------------------------------------------             /--------------/

                                      (სახელი,გვარი,ხელმოწერა)                                 (თარიღი)                   

    ბ. ა.

 

დამკვეთი:

დამამზადებელი:

სემგს-ს რეგისტრაციის №“

კ) დადგენილების №4 დანართი - საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმა - ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„                                                                                                                                                დანართი №4

 

საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმა

წინა მხარე

 

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია

 

ნაწილი 1.                                      

საჯარიმო ქვითარი

ბ.ა.

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000000000

 

 

1. შედგენის თარიღი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _  _ _ _   2. შედგენის ადგილი: _ _ _ _ _ __

                                         (რიცხვი, თვე, წელი)

 

 

3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი: _ _ _ _ _ _ _ _

 

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

4. სამართალდამრღვევის მონაცემები: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

(ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი)

 

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

(იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება: დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი)

 

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _ _ _ _ _

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

 

6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის

განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის –– – – – – – – – მუხლის – – – – ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას – – – – – ლარის   ოდენობით.

 

7. მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

 

8. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა–განმარტება: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

(ახსნა–განმარტებისა და სხვა დოკუმენტის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)

 

 

9. მიმღები მოლარე: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _             _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

                                 (ხელმოწერა და თარიღი)         (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

 

მოწმის ან სხვა პირის ხელმოწერა: – – – – –          ოქმის შემდგენლის ხელმოწერა: – – –

 

სამართალდამრღვევი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

(ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)

 

შენიშვნა:  _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

ნაწილი 2. საჯარიმო ქვითრის ყუა

№ 000000000

 

ეს ნაწილი რჩება საბანკო

დაწესებულებაში.

 

 

 

 

1._ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

(გადამხდელის სახელი, გვარი, პირადი

ნომერი)

 

2. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

(გადამხდელის მისამართი)

3. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

(ჯარიმის ოდენობა)

    4. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

კოდექსის მუხლი)

5. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

   (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)

 

 

6. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _  

(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

 

 

 

7. მიმღები მოლარე: _ _ _ _

 

                                (ხელმოწერა)

 

 8. შემომტანი: _ _ _ _ _ _ _ _

                            

                           (ხელმოწერა)

                                         ბ.ა.

 

თარიღი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

                    (რიცხვი, თვე, წელი)

 

 

საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება

საბანკო დაწესებულების, ან

საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.

უკანა მხარე

 

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული თავისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება.

მოქალაქეს  განემარტა  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მიეწოდა ინფორმაცია სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების 10 დღიანი ვადის და გასაჩივრების ადგილის შესახებ.

დამკვეთი:                   დამამზადებელი:

მისამართი:                 სემგს-ს რეგისტრაციის №“ 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია