„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 920
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.017409
920
11/07/2023
ვებგვერდი, 12/07/2023
040150000.22.027.017409
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  920

2023 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.05.2016, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016638) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „თ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულებია:

ნ.ა) პროგრამული უზრუნველყოფის სამსახური;

ნ.ბ) დიდი მონაცემების დამუშავებისა და სტატისტიკის სამსახური.“.

2. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის ამოცანებია: მონაცემების შენახვის, დამუშავებისა და ხელმისაწვდომობის ერთიანი სტანდარტისა და პოლიტიკის შემუშავება, მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვით სააგენტოში დაცული საჯარო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტების არქივის წარმოება და დაცვა.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ნ 1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 27 1 მუხლი:

მუხლი 271. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი

1. დეპარტამენტის ამოცანებია: ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით სააგენტოს პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, პროცესების ავტომატიზაცია, სააგენტოს საქმიანობის სტატისტიკის წარმოება.

2.  დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სააგენტოს საქმიანობის პროცესების ავტომატიზაცია;

ბ) ელექტრონული პროგრამების შექმნა და განვითარება;

გ) სააგენტოს ელექტრონულ პროგრამებში დაცული მონაცემების დამუშავება;

დ) მონაცემების ელექტრონული სერვისების მეშვეობით მიღება და გაცემა;

ე) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა და ადმინისტრირება;

ვ) სტატისტიკური მონაცემების ერთიანი სისტემის შექმნა, მხარდაჭერა და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;

ზ) პროგრამული ხარვეზების/შეფერხებების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეაგირება;

თ) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ი) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

კ) დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა.

ლ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე