დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის დამტკიცების შესახებ

დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016639
27
27/06/2023
ვებგვერდი, 04/07/2023
300320000.16.009.016639
დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №27

2023 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
თანდართული სახით დამტკიცდეს „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“.
მუხლი 2
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილების 2​2 პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკის სექტორში დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“ (დანართი №3​1);

ბ) „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილების 11 პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის სექტორში დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“ (დანართი № 1​1);

გ) „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილების 11 დამტკიცებული „წყალმომარაგების სექტორში დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“ (დანართი №1​1).


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე