,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/07/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016502
21
03/07/2023
ვებგვერდი, 04/07/2023
010250050.35.128.016502
,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2023 წლის 3 ივლისი

დაბა ხარაგაული

,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის №10 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 07/07/2020, სარეგისტრაციო კოდი:  010250050.35.128.016403).

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით და   ამავე მუხლს დაემატოს 141  პუნქტი:

„1. საჯარო ზედამხედველობა – არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა,   უკანონო მშენებლობის ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება, მისი    შესრულების  კონტროლის მიზნით  ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება  ან/და  უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევთა  მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მითითებისა და შემოწმების აქტების გამოყენება/წარმოება.“

„141. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის პირველ პუნქტით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსითა და  ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით კიკნაძე