“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების სააღსრულებლო ბიუროების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანისა და აჭარის სააღსრულებო ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ”

  • Word
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების სააღსრულებლო ბიუროების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანისა და აჭარის სააღსრულებო ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 1132
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 16/09/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 101, 16/09/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 070.010.010.11.106.006.676
  • Word
1132
16/09/2004
სსმ, 101, 16/09/2004
070.010.010.11.106.006.676
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების სააღსრულებლო ბიუროების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანისა და აჭარის სააღსრულებო ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.010.010.11.106.006.676

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 1132

2004 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების სააღსრულებო ბიუროების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის 19 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და აჭარის სააღსრულებო ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ, საჯარო სამსახურის შესახებ და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის 19 ბრძანებაში (ს6, 2001 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) მე-2 პუნქტის ნ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნ) აჭარის სააღსრულებო ბიუროს დებულება (დანართი 14)“;

ბ) ბრძანების დანართ 1-ს დაემატოს მე-11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი 1

სააღსრულებო ბიუროების სისტემა:

1. თბილისის სააღსრულებო ბიურო;

2. კახეთის სააღსრულებო ბიურო;

3. ქვემო ქართლი სააღსრულებო ბიურო;

4. შიდა ქართლის სააღსრულებო ბიურო;

5. მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო;

6. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო;

7. იმერეთის სააღსრულებო ბიურო;

8. გურიის სააღსრულებო ბიურო;

 9. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო;

10. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო;

11. აჭარის სააღსრულებო ბიურო.“;

გ) ბრძანების დანართი 14 ჩამოყაიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი 14

აჭარის სააღსრულებო ბიუროს დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

აჭარის სააღსრულებლო ბიურო (შემდგომში – ბიურო) შექმნილია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 2

ბიურო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.

    მუხლი 3

ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ საქართველოს ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 4

ბიუროს დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას სააღსრულებლო დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 5

ბიუროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – აჭარის სააღსრულებლო ბიურო“. ბიუროს გახსნილი აქვს სადეპოზიტო ანგარიში.

    მუხლი 6

ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა ქ. ბათუმი, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, ქედის და შუახევის რაიონები.

    მუხლი 7

ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე.

    მუხლი 8

ბიუროს ადგილსამყოფელია: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ.6.

თავი II

ბიუროს მიზნები და უფლებამოსილება

    მუხლი 9

ბიუროს მიზანია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტების აღსრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 10

ბიურო უფლებამოსილია:

ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებას;

ბ) აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვა, სტატისტიკა და ანალიზი;

გ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

თავი III

სააღსრულებო ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

    მუხლი 11

სააღსრულებო ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტითა და სააღსრუბლო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შემოსავლებით.

 

თავი IV

სააღსრულებო ბიუროს მართვა

    მუხლი 12

სააღსრულებო ბიუროს ხელმძვანელობს უფროსი აღმასრულებელი – ბიუროს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.

    მუხლი 13

სააღსრულებო ბიუროს უფროსი:

ა) იღებს სააღსრულებო ფურცლებს და უნაწილებს სასამართლო აღმასრულებლებს მათთვის გამოყოფილი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით;

ბ) აკონტროლებს აღსრულების მიმდინარეობას, სააღსრულებო ბიუროს საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად მიამაგრებს სხვა აღმასრულებლებს;

გ) წყვეტს სასამართლო აღმასრულებლის აცილებისა და აცილებული სასამართლო აღმასრულებლის სხვა სასამართლო აღმასრულებლით შეცვლის საკითხს;

დ) პერიოდულად მოახსენებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს სამოქმედო ტერიტრიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულების მდგომარეობის შესახებ;

ე) ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს;

ვ) აღსრულების პერიოდში მოვალის სხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე გადასვლისას ამის თაობაზე აცნობებს იმ სააღსრულებო ბიუროს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც გადავიდა მოვალე;

ზ) პასუხიმგებელია სასამართლო აღმასრულებლების მიერ სააღსრულებო წარომებათა შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე.

თავი V

სასამათლო აღმასრულებელი

    მუხლი 14

სასამართლო აღმასრულებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით. თანამდებობაზე დანიშვნისას მას ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა და განესაზღვრება სამოქმედო ტერიტორია.

    მუხლი 15

სასამართლო აღმასრულებელს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ბეჭედზე აღნიშნულია მისი სახელი, გვარი და სააღსრულებო ბიუროს ადგილმდებარეობა, აგრეთვე საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

თავი VI

სააღსრულებო ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 16

ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, ბიუროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი