„დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 15 ნოემბრის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 15 ნოემბრის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 933
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.017422
933
28/09/2023
ვებგვერდი, 29/09/2023
010130000.22.027.017422
„დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 15 ნოემბრის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №933

2023 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 15 ნოემბრის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 15 ნოემბრის №52 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.11.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.016557) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული დანართის (დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოწმობა ორენოვანია, ქართულ-ინგლისური, ორგვერდიანია, ზომები: 196X68მმ, შეიცავს 15 დამცავ ნიშანს.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართით (დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმა) განსაზღვრული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმა ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ბლანკების გამოყენება დასაშვებია მათი მარაგის ამოწურვამდე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ ტყეშელაშვილი