დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.103.016408 |
|
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ “ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანულის კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 31/03/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.103.016401). |
1.
დამტკიცებული დანართის „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას.“. |
2.
,,დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № --------- ---------------- 20___ წ. -------------------------- (ოქმის შედგენის თარიღი) (ოქმის შედგენის ადგილი)
1. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ------------------------------------------------------------------------ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი)
მონაცემები დამრღვევი სუბიექტის შესახებ: ---------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი)
ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ: ------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (დრო, ადგილი, არსი) პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის / საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის / საქართველოს საარჩევნო კოდექსის ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (მუხლი და სამართალდარღვევის არსი)
აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევის ა ხ ს ნ ა-გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები.
მე, -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი) გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს (ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე), რასაც ვადასტურებ ხელმოწერით: ----------------------------------------------
3. ყოველივე ზემოთ აღნიშნულზე შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით.
ოქმი შეადგინა: ---------------------------------------------------------------------------------------------------- (ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა)
ოქმს გავეცანი: ---------------------------------------------------------------------------------------------------- (სამართალდამრღვევის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა, თარიღი)
ოქმი ჩავიბარე: ------------------------------------------------------------------------------------------------- (სამართალდამრღვევის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა, თარიღი)
მოწმე(ები) (დასწრების შემთხვევაში):
---------------------------------- ----------------------------------- --------------------- (სახელი, გვარი) (მისამართი, პირადი №) (ხელმოწერა)
--------------------------------- ----------------------------------- --------------------- (სახელი, გვარი) (მისამართი, პირადი №) (ხელმოწერა)
--------------------------------- ----------------------------------- --------------------- (სახელი, გვარი) (მისამართი, პირადი №) (ხელმოწერა)
დაზარალებულ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში):
------------------------------- --------------------------------------------- --------------------- (სახელი, გვარი) (მისამართი, პირადი №) (ხელმოწერა)
------------------------------- ----------------------------------- ---------- -------------------- (სახელი, გვარი) (მისამართი, პირადი №) (ხელმოწერა)
------------------------------- ----------------------------------- ---------- -------------------- (სახელი, გვარი) (მისამართი, პირადი №) (ხელმოწერა)
4. ოქმის ასლი ჩავიბარე:
------------------------------- ----------------------------------- ---------- -------------------- (სახელი, გვარი) (მისამართი, პირადი №) (ხელმოწერა)
შენიშვნა: ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა, ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტება და ოქმის შინაარსთან დაკავშირებით შენიშვნები არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. სამართალდამრღვევს უფლება აქვს ჩამოაყალიბოს ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.
ბ. ა.
დამკვეთი: დამამზადებელი: სემგს-ს რეგისტრაციის № " |
3.
„დამტკიცებულ დანართ №2-ს დაემატოს მე-7 მუხლი და მუხლი 7 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება 1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი სამართალდარღვევის დადგენილება/შედგენილია საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი გამოტანიდან/შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს მესტიის მუნიციპალიტეტის მერთან და შემდგომ სასამართლოში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული დადგენილების/ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.“.
|
4.
დამტკიცებული დანართი №7 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №7
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება). მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დამკვეთი: მესტიის მუნიციპალიტეტის მერია დამამზადებელი: ------- მისამართი: დ. მესტია, სეტის მოედანი №1 სემგს-ს რეგისტრაციის № ------“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები