დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27-43 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.017120 |
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესი“, დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №25-101 დადგენილება.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
|
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების (შემდგომში – საბავშვო ბაგა-ბაღი) ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების დაფინანსების, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციის და მიღება-ამორიცხვის წესს და პირობებს.
2. წესის მიზანია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების მომსახურების ეფექტიანობის გაზრდა, ასევე საბავშვო ბაგა-ბაღებში სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვა, ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციის და მიღება-ამორიცხვის პროცესის გაუმჯობესება და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განვითარება. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ა(ა)იპ – თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახორციელებს მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის პოლიტიკას; ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულება – სააგენტოს მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას; გ) სკოლამდელი აღზრდა და განათლება – 2 წლის ასაკიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვის ყოველმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად მისთვის მიწოდებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურება. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სავალდებულო კომპონენტია სასკოლო მზაობის პროგრამა; დ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურება – სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურება 9-საათიანი ხანგრძლივობითა და სამჯერადი კვებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) ბაგის ჯგუფი – 2-დან 3 წლამდე ასაკის აღსაზრდელებით დაკომპლექტებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების ჯგუფი; ვ) ბაღის ჯგუფი – 3 წლიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე აღსაზრდელებით დაკომპლექტებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების ჯგუფი; ზ) ბავშვი – საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი დაბადებიდან„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სწავლის დაწყებამდე; თ) აღსაზრდელი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ჩარიცხული ბავშვი; ი) მშობელი – ბავშვის/აღსაზრდელის მშობელი, ან კანონიერი წარმომადგენელი; კ) წლის ვაუჩერი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში რეგისტრირებულ აღსაზრდელზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია აღსაზრდელის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღების და სხვა ხარჯების დასაფინანსებლად; ლ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი/აღსაზრდელი – პირი, რომლისთვისაც საჭიროა სკოლამდელი აღზრდის პროცესის (მომზადების) მოდიფიცირება ან/და ინდივიდუალური მომზადების გეგმის შედგენა და განხორციელება; მ) ინკლუზიური განათლება − საგანმანათლებლო მიდგომა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს დაწესებულებაში ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მიუხედავად ბავშვების ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა; ნ) საკონსულტაციო საბჭო – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებასთან არსებული საბჭო, რომელიც ამ დაწესებულების ეფექტიან ფუნქციონირებას უწყობს ხელს; ო) რეგისტრაცია – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია, ამ წესის შესაბამისად; პ) სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი – დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისა და სასკოლო მზაობის ხელშეწყობისთვის მისაღწევ შედეგებს და საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის მახასიათებლებს; ჟ) სასკოლო მზაობის პროგრამა – სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის საფუძველზე მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ამ სტანდარტით დადგენილი შედეგების მიღწევას; რ) მარტოხელა მშობელი – საქართველოს მოქალაქე, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში რეგისტრაციის მომენტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1191 1 მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი. ს) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი – საქართველოს მოქალაქე, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში რეგისტრაციის მომენტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11912 მუხლით გათვალისწინებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი/ნაშვილები. ტ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები/რეგისტრირებული ბავშვი – ამ წესის მიზნებისთვის, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში რეგისტრაციის მომენტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული ბავშვი; უ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი ბავშვი, რომლის სარეიტინგო ქულა მონაცემთა ერთიან ბაზაში ტოლია ან ნაკლებია 100000-ზე და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი; ფ) სამხედრო მოსამსახურეების შვილები – საქართველოს მოქალაქე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები. |
თავი II
სკოლამდელი აღზრდის დასაფინანსებლად სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსება
|
მუხლი 3.
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების დაფინანსება
|
1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
2. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებას შეუძლია მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლები. 3. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში, სასწავლო-აღმზრდელობითი, კვებითი მომსახურების და სხვა ხარჯების დასაფარად, დაფინანსება ხორციელდება ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით. 4. ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერი გამოითვლება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში რეგისტრირებულ ბავშვთა/აღსაზრდელთა რაოდენობის, კვებითი მომსახურების, სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურების, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების გათვალისწინებით. 5. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების სასკოლო მზაობის ჯგუფების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერი გამოითვლება სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების სასკოლო მზაობის ჯგუფებში რეგისტრირებულ ბავშვთა/აღსაზრდელთა რაოდენობის, სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურების, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების გათვალისწინებით. 6. საჭიროებიდან გამომდინარე, იმ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებმა, რომლის შესაბამისი მომსახურების და სხვა ხარჯების ოდენობა აღემატება ერთ ბავშვზე გათვლილი წლის ვაუჩერის (შესაბამის თვეში წლის ვაუჩერის 1/12) მოცულობას, დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია მიიღონ შესაბამის თვეში დამატებითი დაფინანსება, გაზრდილი ვაუჩერის სახით. გაზრდილი ვაუჩერის მისაღებად, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულება შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს სააგენტოს. 7. სააგენტო უფლებამოსილია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში გამოცხადებული დასვენების პერიოდში (არდადეგების) და დაწესებულების საქმიანობის შეჩერების სხვა შემთხვევებში განახორციელოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ვაუჩერული დაფინანსების შემცირება/შეჩერება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განისაზღვროს ვაუჩერული დაფინანსების შეჩერების/შემცირების დამატებითი შემთხვევები. 8. 2024 წლის 1 იანვრიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს მის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცესის მართვა, ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, წლიური საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და ბიუჯეტის ანგარიშგება. საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება და ფინანსური ანგარიშის შედგენა. ასევე, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა. 9. ამ მუხლით განსაზღვრული დაფინანსების პირობები (ვადები, რაოდენობა, რაოდენობის დათვლის წესი და სხვა), განისაზღვრება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით. |
თავი III
სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვა
|
მუხლი 4.
სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვა და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელება
|
1. სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი ინერგება და სასკოლო მზაობის პროგრამა ხორციელდება ყველა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების ბაღის ჯგუფის შესაბამის სამიზნე ასაკობრივ ჯგუფებში და სასკოლო მზაობის ჯგუფებში.
2. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო. 3. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების ბაღის ჯგუფის შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში, სასკოლო მზაობის პროგრამა ხორციელდება სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების 9-საათიანი მომსახურების ფარგლებში, სასკოლო მზაობის პროგრამით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. 4. სასკოლო მზაობის ჯგუფების ფუნქციონირების (მომსახურების) საერთო ხანგრძლივობა შეადგენს დღეში 4 საათს, აქედან საგანმანათლებლო – სააღმზრდელო პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო პერიოდის შესაბამისად, დღეში 3 საათის განმავლობაში. 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის შეთანხმების გაფორმების შემდგომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საჯარო სკოლის შენობებში გამოყოფილ ფართებში სასკოლო მზაობის ჯგუფების განთავსების შესახებ. 6. სასკოლო მზაობის ჯგუფ(ებ)ის შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებისათვის მიკუთვნების საკითხს, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, წყვეტს სააგენტო. 7. სასკოლო მზაობის ჯგუფებში სასკოლო მზაობის პროგრამის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, სასკოლო მზაობის ჯგუფების მომსახურე პერსონალი, სასკოლო მზაობის პროგრამით გათვალისწინებული ადამიანური რესურსის გათვალისწინებით, განისაზღვრება სააგენტოს მიერ. 8. სასკოლო მზაობის ჯგუფების მომსახურე საკადრო რესურსის შრომითი ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს მიერ, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების შესაბამის შტატზე განსაზღვრული შრომის ანაზღაურების და საათობრივი განაკვეთის გათვალისწინებით. 9. სასკოლო მზაობის ჯგუფების ფუნქციონირებას და სასკოლო მზაობის პროგრამის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებას უზრუნველყოფს ის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულება, რომლის სააღმზრდელო ჯგუფსაც წარმოადგენს შესაბამისი სასკოლო მზაობის ჯგუფი. 10. სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის და სასკოლო მზაობის პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების გარდა, სასკოლო მზაობის ჯგუფებში სასკოლო მზაობის პროგრამის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, დარეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გასაფორმებელი შეთანხმების შესაბამისად. 11. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და სააგენტოს წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების, მართვისა და მონიტორინგის ღონისძიებებს ახორციელებს სააგენტო. |
მუხლი 5.
სასკოლო მზაობის ჯგუფებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია/ჩარიცხვა და სასკოლო მზაობის ჯგუფებიდან აღსაზრდელთა ამორიცხვა და რეგისტრაციის გაუქმება
|
1. სასკოლო მზაობის ჯგუფებში რეგისტრაცია, ჩარიცხვა, რეგისტრაციის გაუქმება და ამორიცხვა, ხორციელდება, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ბაგის და ბაღის ჯგუფებისთვის დადგენილი წესის მსგავსად.
2. სასკოლო მზაობის ჯგუფების მომსახურების სპეციფიკის და მდებარეობის გათვალისწინებით, სააგენტო უფლებამოსილია, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების სასკოლო მზაობის ჯგუფებში, დაადგინოს ბაგის და ბაღის ჯგუფებში რეგისტრაციისა და ჩარიცხვისგან განსხვავებული რეგისტრაციის და ჩარიცხვის ვადები.
|
მუხლი 6.
სასკოლო მზაობის ჯგუფების მომსახურების ხარჯების დაფინანსება
|
1. სასკოლო მზაობის ჯგუფების მომსახურების ხარჯების დასაფარად, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
2. სასკოლო მზაობის ჯგუფების მომსახურების ხარჯების დასაფარად, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება ერთ ბავშვზე გათვლილი ვაუჩერით. 3. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების სასკოლო მზაობის ჯგუფების დაფინანსების წესი და პირობები, განისაზღვრება ამ წესით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით.
|
თავი IV
ბაგის და ბაღის ჯგუფის დაკომპლექტება, ბავშვის რეგისტრაცია და ბავშვის/აღსაზრდელის მიღება-ამორიცხვა
|
მუხლი 7.
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ბავშვის/აღსაზრდელის მიღება
|
1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, და თანამემამულის, თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების შვილები.
2. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების ჯგუფებში ბავშვის/აღსაზრდელის მიღება თავისუფალია. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში ყალიბდება დამოუკიდებელი ჯგუფები შემდეგი ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისგან: ა) 2-დან 3 წლამდე − სკოლამდელი განათლების პირველი წელი; ბ) 3-დან 4 წლამდე − სკოლამდელი განათლების მე-2 წელი; გ) 4-დან 5 წლამდე − სკოლამდელი განათლების მე-3 წელი; დ) 5 წლიდან სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე − სკოლამდელი განათლების მე-4 წელი − ხორციელდება სასკოლო მზაობის პროგრამა. 3. ერთი ასაკის ბავშვთა არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია მომიჯნავე ასაკის ბავშვებისგან ჩამოაყალიბოს მრავალასაკობრივი ჯგუფი არაუმეტეს 15 ბავშვის/აღსაზრდელის შემადგენლობით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულება გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოსთან შეთანხმებით. 5. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ბავშვზე/აღსაზრდელზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულია ცნობა/რეკომენდაცია ბავშვის/აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან/და შემდგომი ასაკობრივი განვითარებისთვის 6 წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები), სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში შესაძლებელია მიღებულ იქნას ასეთი ბავშვი/აღსაზრდელი. |
მუხლი 8.
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ჯგუფების დაკომპლექტება
|
1. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში მონაწილე პერსონალთან შეთანხმებით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების ჯგუფებს, მათ შორის სასკოლო მზაობის ჯგუფებს, ასაკის გათვალისწინებით აკომპლექტებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორი (შემდგომში – დირექტორი).
2. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების ჯგუფები ყალიბდება შემდეგი მაქსიმალური ოდენობების მიხედვით: ა) 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა; ბ) 3-დან 4 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა; გ) 4-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა. 3. სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში შესაძლებელია ბავშვების სწავლა/სწავლება 5 წლიდან სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე. ამ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა განისაზღვრება 30 ბავშვით. 4. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიღების მსურველთა რაოდენობა აჭარბებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში არსებული ადგილების მაქსიმალურ რაოდენობას, მომსახურების მიღების მსურველთა რაოდენობის, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების ფიზიკური გარემოსა და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობით მიმართვის საფუძველზე და სააგენტოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ჯგუფში ან ჯგუფებში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი აღსაზრდელთა რაოდენობის გაზრდა. აღნიშნულ შემთხვევაში, აღსაზრდელთა რაოდენობის გაზრდის შესახებ დგება დასაბუთებული მოთხოვნა, რასაც დაერთვება საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ოქმი კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში ზუსტი რაოდენობის მითითებით. 5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება წინამდებარე წესის ამოქმედებამდე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში რეგისტრირებულ და ჩარიცხულ აღსაზრდელებზე მიუხედავად ბაგის და ბაღის ჯგუფებში მათი რაოდენობისა. |
მუხლი 9.
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურების მიღების მსურველთა რეგისტრაცია |
1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურების მიღების მსურველთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონული ფორმით, სამ ეტაპად, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ელექტრონულ მისამართზე.
2. რეგისტრაცია ცხადდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების შესაბამის ასაკობრივი ჯგუფების (ბაგის და ბაღის ჯგუფები, ასევე, სასკოლო მზაობის ჯგუფები,) თავისუფალ ადგილებზე. 3. რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეული მხოლოდ ერთ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში. 4. სააგენტოს მიერ განსაზღვრულ შესაბამის ელექტრონულ მისამართზე რეგისტრირდებიან: ა) ბავშვები, რომელთაც მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებისთვის არ შესრულებიათ 6 წელი; ბ) ბავშვები, რომელთაც სწავლის დაწყების თარიღისთვის უსრულდებათ 2 წელი; გ) ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბავშვები, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა/რეკომენდაციის საფუძველზე. 5. სასკოლო მზაობის ჯგუფებში, რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთაც საჯარო სკოლებში მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებისთვის არ შესრულებიათ 6 წელი, აგრეთვე ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბავშვები. 6. სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციის დაწყების თარიღს განსაზღვრავს სააგენტო. 7. რეგისტრაციისას ივსება ანკეტა, რომელშიც რეგისტრაციის მსურველის მიერ სავალდებულოა შეტანილი იქნას შემდეგი ინფორმაცია: ა) სასურველი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება; ბ) ბავშვის პირადი ნომერი; გ) ბავშვის სახელი და გვარი; დ) ბავშვის დაბადების თარიღი; ე) მშობლების (მშობლის) სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ვ) მშობლის (მშობლების) ტელეფონის ნომერი. 8. სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებიდან, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე რეგისტრაციის პერიოდში, პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები; ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე; დ) მარტოხელა მშობლის შვილი (შვილები). იმ შემთხვევაში თუ რეგისტრაციის მომენტისთვის მარტოხელა მშობელი ვერ წარმოადგენს მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს, მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) განესაზღვრება 1 თვიანი ვადა დოკუმენტის წარმოსადგენად. ამ ვადის ფარგლებში, სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში ბავშვი ითვლება რეგისტრირებულად, ხოლო წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბავშვი ავტომატურად ამოირიცხება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებიდან; ე) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები. იმ შემთხვევაში თუ რეგისტრაციის მომენტისთვის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ვერ წარმოადგენს მრავალშვილიანის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს, მშობელს (კანონიერ წარმომადგენელ) განესაზღვრება 1 თვიანი ვადა დოკუმენტის წარმოსადგენად. ამ ვადის ფარგლებში, სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში ბავშვი ითვლება რეგისტრირებულად, ხოლო წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბავშვი ავტომატურად ამოირიცხება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებიდან; ვ) სამხედრო მოსამსახურეების შვილები; ზ) იმ ოჯახის წევრი ბავშვი, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები); თ) თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომელთა შვილები; 9. სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებიდან, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე რეგისტრაციის პერიოდში, მეორე ეტაპზე რეგისტრირდებიან საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები/ რეგისტრირებული ბავშვები; 10. სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებიდან, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე რეგისტრაციის პერიოდში, მესამე ეტაპად მიმდინარეობს საყოველთაო რეგისტრაცია. 11. ამ მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული ბავშვების რეგისტრაციის ვადებს და სხვა პირობებს, განსაზღვრავს სააგენტო. 12. რეგისტრაციის დაწყებამდე, სააგენტო უზრუნველყოფს რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას. 13. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყების და დასრულების თარიღი, ასევე არდადეგების პერიოდი და ხანგრძლივობა, განისაზღვრება სააგენტოს მიერ. 14. ელექტრონული რეგისტრაცია მიმდინარეობს რეგისტრაციის გამოცხადების შემდგომ უწყვეტად თავისუფალი ადგილების შევსებამდე. 15. რეგისტრაციის გამოცხადებამდე სააგენტო უფლებამოსილია მოსამზადებელი ღონისძიებების გატარების მიზნით (აღსაზრდელთა შესაბამის ჯგუფებში გადანაწილება, სკოლაში წამსვლელ აღსაზრდელთა ამორიცხვა, პორტალის გამართულობის უზრუნველყოფა და ა.შ) სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე შეწყვიტოს ელექტრონული რეგისტრაცია, რის თაობაზეც გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ბრძანება. |
მუხლი 10.
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ბავშვის ჩარიცხვა
|
1. ბავშვის ჩარიცხვა წარმოებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
2. რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო, სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებიდან ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე 10 კალენდარული დღით ადრე დაინტერესებული პირი ვალდებულია, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში წარადგინოს ბავშვის მიღებისთვის აუცილებელი შემდეგი დოკუმენტაცია: ა) დაბადების მოწმობის ასლი; ბ) ჯანმრთელობის ცნობა; გ) ბავშვის 2 ფოტოსურათი 3x4; დ) მშობლის (მშობლების) პირადობის მოწმობის ასლი; ე) საჭიროების შემთხვევაში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია; ვ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა/რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან/და შემდგომი ასაკობრივი განვითარებისთვის 6 წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ. 3. დაინტერესებული პირის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის მოთხოვნით უქმდება განხორციელებული რეგისტრაცია. 4. დაინტერესებული პირის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენისთანავე, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას ბავშვის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ჩარიცხვის თაობაზე და აღსაზრდელის მშობელთან აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას. 5. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს აღსაზრდელის მომსახურება, დადგენილი სტანდარტებისა და გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. |
მუხლი 11.
აღსაზრდელის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებიდან ამორიცხვა
|
1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულება წარმოებულ დოკუმენტაციასთან ერთად (დასწრების ჟურნალი, მენიუ-ფაქტურა და სხვა) ელექტრონულ სისტემაში, ყოველი სამუშაო დღის 12 საათამდე უზრუნველყოფს აღსაზრდელთა სახელობითი დასწრების შესახებ ინფორმაციის განთავსებას.
2. აღსაზრდელის ზედიზედ 10 სამუშაო დღის, ხოლო, თვის პერიოდში 15 სამუშაო დღის განმავლობაში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში გამოუცხადებლობა წარმოადგენს რეგისტრაციის შეჩერების საფუძველს, ხოლო, მომდევნო 5 სამუშაო დღეში აღსაზრდელის მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) მიერ, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში წარუდგენლობა, ამორიცხვის და რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს. ელექტრონულ მისამართზე რეგისტრაციის შეჩერება ხდება ავტომატურად (მე-10 დღის ან/და მე-15 დღის 18 საათიდან), რომელიც არ საჭიროებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებას. 3. სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმ აღსაზრდელების ამორიცხვის შესახებ, რომელთაც ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი. 4. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორი აღსაზრდელის ამორიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე 5-6 წლიან ასაკობრივ ჯგუფთან დაკავშირებით ითვალისწინებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დანაწესს. 5. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ბავშვზე შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემულია ცნობა/რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან/და შემდგომი ასაკობრივი განვითარებისთვის 6 წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ, აღსაზრდელის მშობლის მოთხოვნით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში შესაძლებელია დატოვებული იქნას ასეთი საჭიროების (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) აღსაზრდელი, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში ან/და საჯარო სკოლებში მომავალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე (ერთი კალენდარული წელი). 6. ამორიცხვის და რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია, აღსაზრდელის ამორიცხვის თაობაზე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება (ბრძანება). 7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. რეგისტრაციის შეჩერებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, წარმოდგენილი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ხორციელდება რეგისტრაციის აღდგენა. 9. შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენა წარმოებს არსებული ანკეტის გააქტიურებით, ხოლო, რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, იმავე ან სხვა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურების მისაღებად, საჭიროა ახალი რეგისტრაცია, ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 10. აღსაზრდელის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებიდან ამორიცხვის და ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა პირობები განისაზღვრება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 11. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ აღსაზრდელის მოქმედებამ შესაძლებელია სხვა აღსაზრდელების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მიაყენოს ზიანი, დირექტორი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, აღსაზრდელების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 12. გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია: ა) აღსაზრდელის ან/და აღსაზრდელის ოჯახის წევრის ავადმყოფობა; ბ) ოჯახის წევრის გარდაცვალება; გ)სტიქიური უბედურება ან სხვა ფორს-მაჟორული სიტუაცია (მათ შორის პანდემია). 13. გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე, სხვა განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის საპატიოდ მიჩნევის საკითხს წყვეტს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორი. 14. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადების გასვლამდე, საპატიო გაცდენის დამადასტურებელი დოკუმენტის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში წარდგენის შემთხვევაში, არ ხდება რეგისტრაციის შეჩერება. |
მუხლი 12.
გარდამავალი დებულებები
|
1. 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში რეგისტრაციის ელექტრონული ფორმის შევსების გარეშე რეგისტრაცია განხორციელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქე 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს და ასევე იმ ბავშვების, რომელთაც საჯარო სკოლებში მიმდინარე სასწავლო წლის დაწყების შემდგომ მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში უსრულდებათ 6 წელი.
2. 2022 წლის 1 იანვრამდე, საქართველოში შემოსული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უკრაინის მოქალაქეები, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში რეგისტრაციას დაექვემდებარებიან, დადგენილი წესის შესაბამისად, ამ მუხლის გათვალისწინებით, დროებითი ცხოვრების უფლების, ბინადრობის ნებართვის ან/და ბინადრობის უფლების მაძიებლის სტატუსის ქონის შემთხვევაში. 3. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში, 2022 წლის 01 იანვრიდან საქართველოში შემოსულმა უკრაინის მოქალაქეებმა, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში, სწავლას დაქვემდებარებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უკრაინის მოქალაქეების რეგისტრაციის თხოვნით, უნდა მიმართონ სააგენტოს და უნდა წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია. 4. ამ მუხლის მიზნებისთვის/დადგენილებით დამტკიცებული წესის მიზნებისათვის, უკრაინელი მოქალაქეების მიერ წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას განსაზღვრავს სააგენტო. 5. ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-5 პუნქტის რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 6. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირი, რომელიც დაბადებულია 16 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე, უფლებამოსილია მშობლის გადაწყვეტილებით ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე. შესაბამისად სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადების საფუძველზე დატოვოს აღსაზრდელი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში. |
დოკუმენტის კომენტარები