„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 28/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016640
28
28/06/2023
ვებგვერდი, 04/07/2023
300320000.16.009.016640
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №28

2023 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში  (ვებგვერდი,  23.12.2020,  სარეგისტრაციო  კოდი: 300320000.16.009.016429) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

ა) „ა“ პუნქტით დამტკიცებულ „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №1) მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.  ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასით კორექტირება აისახება საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით მიწოდების განხორციელების მიზნით კომისიის მიერ შესაბამისი მიმწოდებლისთვის მომდევნო რეგულირების პერიოდებზე დადგენილ ტარიფებში ეტაპობრივად.“.

ბ) „ბ“ პუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №2) მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასით კორექტირება აისახება საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით მიწოდების განხორციელების მიზნით კომისიის მიერ შესაბამისი მიმწოდებლისთვის მომდევნო რეგულირების პერიოდებზე დადგენილ ტარიფებში ეტაპობრივად.“;

გ) „დ“ პუნქტით დამტკიცებულ  „ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №4):

გ.ა) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. შემოსავლების კორექტირება

კონკრეტული სატარიფო წლისთვის რეგულირებული საწარმოს  შემოსავლების კორექტირებული ოდენობა იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

cREV=aREV-pREV (15),

სადაც:

cREV

შემოსავლების კორექტირებული ოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი);

aREV

რეგულირებული ელექტროსადგურის მიერ რეგულირებული საქმიანობიდან მიღებული სალდირებული შემოსავლისა (გარდა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე ნავაჭრი საბალანსო სიმძლავრის საფასურისა) და ექსპორტის მიზნით გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობისა და კომისიის მიერ შესაბამისი სატარიფო წლისთვის რეგულირებული საწარმოსთვის დადგენილი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ნამრავლით მიღებული შემოსავლის ჯამი (ლარი);

pREV

რეგულირებული ელექტროსადგურის დაგეგმილი რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი);

“;

გ.ბ) 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„7. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე მეთოდოლოგიის 22-ე მუხლით განსაზღვრული შემოსავლების კორექტირება იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

cREV = (aE – pE) × T (16),

სადაც:

cREV

შემოსავლების კორექტირებული ოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი);

aE

სალტეზე გაცემული ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (კვტსთ);

pE

სალტეზე გაცემული ელექტროენერგიის დაგეგმილი რაოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (კვტსთ);

T

ტარიფი სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (თეთრი/კვტსთ).

“;

დ) „ვ“ პუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №6) მე-14 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია ბაზრის ოპერატორისთვის მომდევნო რეგულირების პერიოდებზე დადგენილ ტარიფებში ასახავს ბაზრის ოპერატორისთვის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თარიღიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე პერიოდში გაწეულ მიზანშეწონილ დანახარჯებს გონივრული ოდენობით.“;

ე) „ვ1“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2 “ პუნქტი:

„ვ2) „გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი 62)“.

2. დადგენილებას „დანართი 61“-ს შემდეგ დაემატოს ამ დადგენილების დანართ 1-ში მოცემული შინაარსის „დანართი 62“.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილება.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე