„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.155.016409
11
30/06/2023
ვებგვერდი, 03/07/2023
010260020.35.155.016409
„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 

        წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2023 წლის 30 ივნისი

ქ. წალკა

„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 11/12/2017, 010260020.35.155.016243) დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 6 თვეს მაინც.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მერის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მერის თანამდებობრივი სარგო დგინდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით,  უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;“.

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ბ.ე“ ქვეპუნქტი:

„ბ.ე) უფლებამოსილია წერილობით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე;“;

3. მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მერის პირველი მოადგილის და მოადგილეების თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი