დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №30 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების და დამატების შეეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260000.35.144.016438 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №30 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების და დამატების შეეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №30 დადგენილებით ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 22/11/2017 010260000.35.144.016298) დამტკიცებულ დანართ №1-ში:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა. სივრცითი მოწყობის, არქიტექტურულ-სამშენებლო და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება. ბ. ქონების მართვის განყოფილება.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს მე-5 მუხლი შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. ქონების მართვის განყოფილების ფუნქციები 1. ქონების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალიტეტის ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; ბ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; გ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; დ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე და მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; თ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ი) უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღებას, სისტემატიზაციას და დამუშავებას, მერიაში შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე რეაგირებას; კ) ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლს და, შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარებას; ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები