დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.124.016470 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბაღდათის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა -დასუფთავების, ნარჩენების მართვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე “ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე (www. matsne.gov.ge), 12/03/2018წ, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.124.016302) შეტანილ იქნეს ცვლილება :
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3 (ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი 3 ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის 1მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენზე განისაზღვროს 15 ლარით. 2. ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობა დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისადა ინდივიდუალურ მეწარმეთათვის გაიანგარიშება ფორმულით მ = გ X რ, სადაც: მ არის ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის (ლარი); გ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები