დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.108.016511 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად,
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 17/02/2016; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016256) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამარისათვის გამოყოფილი 1 კვ.მ მიწის ფართობზე სასაფლაო მომსახურების საფასური განისაზღვროს ქალაქ სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში – 30 (ოცდაათი) ლარის, ხოლო ადმინისტრაციულ ერთეულებში (სოფელი) – 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით. ზღვრული ნორმის ზემოთ ყოველ კვადრატულ მეტრზე გადახდილ იქნეს 20 (ოცი) ლარის ოდენობით. 7. სტიქიური მოვლენის შედეგად დაზიანებული საფლავიდან მიცვალებულის ახალ სამარეში გადასვენების შემთხვევაში ახალი საფლავის გამოყოფა განხორციელდეს უსასყიდლოდ, ზღვრული ნორმის ფარგლებში შესაბამისი თანაფარდობით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საფლავზე მიცვალებულის დაკრძალვის რეგისტრაციის მომსახურების საფასური განისაზღვროს 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები