დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 მაისის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.153.016665 |
|
„საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 მაისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 მაისის №23 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010250050.35.153.016661, 31/05/2023), კერძოდ დადგენილების მეორე მუხლით დამტკიცებული №1 დანართის
ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შედეგების საფუძველზე, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს გამოაქვს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი“. ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. გასაჩივრების წესი 1. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 552, 556, 642, 771-772, 103-ე, 125-ე მუხლის მე-8 და მე-14 და მე-16 ნაწილებით, 1254, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე, 1461, 148-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1522, 1525-1529, 1534, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითარი/მიღებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, საჩივრდება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი მხარისთვის ჩაბარებიდან, 10 დღის ვადაში. 2. საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითარი/მიღებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი საჩივრდება სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი მხარისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. 3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი მხარისთვის ჩაბარებიდან, 10 დღის ვადაში. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჩივარს განიხილავს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული განყოფილება, რომელიც განხილვის შედეგების გათვალისწინებით, ამზადებს შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს. 5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები