„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016387
20
29/06/2023
ვებგვერდი, 30/06/2023
010260030.35.168.016387
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2023 წლის 29 ივნისი

ქ. სიღნაღი

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილების  დანართში (www.matsne.gov.ge, 23/04/2018წ., 010260030.35.168.016255)  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს  2024  წლის  01  იანვრიდან.
2. მე-14 მუხლის  91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოხდეს კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება, ანაზღაურდეს  სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები, ბუნებრივი აირი – გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე) თვეში არაუმეტეს 30%, მაგრამ არაუმეტეს 700 მ3,  მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბუნებრივი აირის სადისტრიბუციო კომპანიის  საბანკო ანგარიშზე – ფაქტობრივი გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (კომუნალური გადასახადის დამადასტურებელი ქვითრის) წარმოდგენის საფუძველზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (ქვეპროგრამის კოდი 06020105). წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) კომუნალური გადასახადის დამადასტურებელი ქვითარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი