“ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სამუშაო წესის დამტკიცების შესახებ”

  • Word
“ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სამუშაო წესის დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 378
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
მიღების თარიღი 08/09/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 99, 10/09/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.11.108.006.657
  • Word
378
08/09/2004
სსმ, 99, 10/09/2004
010.170.000.11.108.006.657
“ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სამუშაო წესის დამტკიცების შესახებ”
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.12.108.006.657

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების

მინისტრის ბრძანება №378

2004 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სამუშაო წესის დამტკიცების შესახებ

`საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, `ლტოლვილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის `ს” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა საკითხების შემსწავლელი კომისიის თანდართული სამუშაო წესი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. ასტემიროვა

დანართი

ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სამუშაო წესი

1. ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა საკითხების შემსწავლელი კომისიის (შემდგომში – კომისია) სამუშაო წესი ემყარება საქართველოს კანონს `ლტოლვილთა შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 ივნისის №387 `უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის შესახებ” ბრძანებულების მე-2 პუნქტს.

2. კომისია წარმოადგენს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში არსებულ მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს.

3. კომისია შედგება თავმჯდომარისა და ხუთი წევრისაგან.

4. კომისიის თავმჯდომარე და მისი წევრები ინიშნებიან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით.

5. კომისიის თავმჯდომარისა და წევრების უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის საკითხს წყვეტს მინისტრი.

6. ლტოლვილის სტატუსისა და თავშესაფრის მაძიებელი პირი რეგისტრაციას გაივლის ლტოლვილთა და განსახლების სამინიტროში (შემდგომში – სამინისტრო).

7. პირის ლტოლვილის სტატუსის ან თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის შემთხვევაში სამინისტროს ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტის ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) განიხილავს განმცხადებლის პირად საქმეს და ამზადებს დასკვნას პირისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ.

8. სამმართველოს დასკვნა თანდართულ მასალებთან ერთად გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს სამი თვისა.

9. კომისია განიხილავს სამმართველოს დასკვნას და ერთ თვეში იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით.

10. კომისია ერთი თვის განმავლობაში განიხილავს და ამტკიცებს სამმართველოს დასკვნას თავშესაფრის მაძიებელი პირისათვის თავშესაფრის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

11. გადაწყვეტილებას პირისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ ან/და თავშესაფრის მაძიებელი პირისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე კომისია იღებს კომისიის წევრთა უმრავლესობის თანხმობის პირობებში.