„საქართველოსა და ისლანდიას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოსა და ისლანდიას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 69-2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016739
69-2
22/09/2017
ვებგვერდი, 29/06/2023
480610000.03.030.016739
„საქართველოსა და ისლანდიას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
შეთანხმება
საქართველოსა და ისლანდიას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ 

საქართველო

და

ისლანდია,

შემდგომში წოდებულნი, როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“,

განზრახული აქვთ რა, გააძლიერონ თანამშრომლობა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად ბრძოლის მიზნით,

ითვალისწინებენ რა, ისლანდიასა და ევროპის კავშირს შორის არსებულ ახლო ურთიერთობას, კერძოდ, რომელიც გამომდინარეობს 1999 წლის 18 მაისს ევროპის კავშირის საბჭოსა და ისლანდიის რესპუბლიკასა და ნორვეგიის სამეფოს შორის შენგენის კანონმდებლობის (Schengen acquis) შესრულებასთან, გამოყენებასა და განვითარებასთან ამ ორი ქვეყნის ასოცირების თაობაზე დადებული შეთანხმებიდან,

ითვალისწინებენ რა საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის 2010 წლის 22 ნოემბერს დადებულ შეთანხმებას რეადმისიის თაობაზე,

მხედველობაში იღებენ რა, ამ შეთანხმების ერთობლივ დეკლარაციას ისლანდიისა და ნორვეგიის თაობაზე,

სურთ რა, წინამდებარე შეთანხმების საშუალებით და ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, შეიმუშაონ ეფექტური და სწრაფი პროცედურები იმ პირთა იდენტიფიცირებისა და უსაფრთხო და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, რომლებიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ საქართველოს ან ისლანდიის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, და ხელი შეუწყონ ასეთ პირთა ტრანზიტს თანამშრომლობის სულისკვეთებიდან გამომდინარე,

ხაზგასმით აღნიშნავენ რა, რომ წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს საქართველოსა და ისლანდიის იმ უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან და, კერძოდ, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპის კონვენციიდან და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28 ივლისის კონვენციიდან,

ხაზგასმით აღნიშნავენ რა, რომ წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს იმ პირთა უფლებებსა და პროცედურულ გარანტიებს, რომლებიც ექვემდებარებიან დაბრუნების პროცედურებს ან რომლებიც წარადგენენ განაცხადს თავშესაფრის მიღებისთვის ამ ორი ქვეყნიდან რომელიმე მათგანში,

ხაზგასმით აღნიშნავენ რა, რომ წინამდებარე შეთანხმება ეფუძნება ერთობლივ პასუხისმგებლობას, სოლიდარობას და თანასწორ პარტნიორობას საქართველოსა და ისლანდიას შორის მიგრაციის ნაკადების მართვის უზრუნველსაყოფად,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი 1

განსაზღვრებები

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:

(a) „ხელშემკვრელი მხარეები“ ნიშნავს საქართველოსა და ისლანდიას;

(b) „საქართველოს მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქეობა მისი კანონმდებლობის შესაბამისად;

(c) „ისლანდიის მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს ისლანდიის მოქალაქეობა მისი კანონმდებლობის შესაბამისად;

(d) „მესამე ქვეყნის მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, საქართველოს ან ისლანდიის მოქალაქეობის გარდა;

(e) „მოქალაქეობის არმქონე პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც არ გააჩნია არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა;

(f) „ბინადრობის ნებართვა“ ნიშნავს ისლანდიის ან საქართველოს მიერ გაცემულ ნებისმიერი სახის ნებართვას, რომელიც პირს აძლევს მის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას. იგი არ გულისხმობს პირისთვის გაცემულ დროებით ნებართვებს, რომლებიც ითვალისწინებს პირის ყოფნას მის ტერიტორიაზე თავშესაფრის ან ბინადრობის ნებართვის მისაღებად შეტანილი განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით;

(g) „ვიზა“ ნიშნავს საქართველოს ან ისლანდიის მიერ გაცემულ ნებართვას ან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელია მის ტერიტორიაზე შესასვლელად ან ამ ტერიტორიების ტრანზიტულად გასავლელად. აღნიშნული არ მოიცავს აეროპორტის სატრანზიტო ვიზებს;

(h) „მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო“ ნიშნავს იმ სახელმწიფოს (საქართველო ან ისლანდია), რომელიც წარადგენს რეადმისიის განაცხადს წინამდებარე შეთანხმების მე-8 მუხლის, ან ტრანზიტთან დაკავშირებულ განაცხადს – წინამდებარე შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად;

(i) „მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო“ ნიშნავს იმ სახელმწიფოს (საქართველო ან ისლანდია), რომელსაც წარუდგენენ რეადმისიის განაცხადს წინამდებარე შეთანხმების მე-8 მუხლის, ან ტრანზიტთან დაკავშირებულ განაცხადს – წინამდებარე შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად;

(j) „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს საქართველოს ან ისლანდიის ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც ეკისრება წინამდებარე შეთანხმების განხორციელება მისი მე-20(1) მუხლის შესაბამისად;

(k) „ნებართვის გარეშე მცხოვრები პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი შესაბამისი პროცედურების მიხედვით, ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებს საქართველოს ან ისლანდიის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის დადგენილ მოთხოვნებს;

(l) „ტრანზიტი“ ნიშნავს მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გადაადგილებას მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოდან დანიშნულების სახელმწიფომდე მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით;

(m) „რეადმისია“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს მიერ პირების (მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები, მესამე ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები), რომლებიც უკანონოდ შევიდნენ, იმყოფებიან ან ცხოვრობენ მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოში, გადაცემას და მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ მათ მიღებას;

(n) „სასაზღვრო გამტარი პუნქტი“ ნიშნავს ნებისმიერ პუნქტს, რომელიც ასეთად დადგენილია საქართველოსა და ისლანდიის მიერ მათი შესაბამისი საზღვრების კვეთის მიზნებისათვის, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტებსა და საზღვაო პორტებს;

(o) „სასაზღვრო რეგიონი“ ნიშნავს საქართველოს და ისლანდიის საზღვაო პორტების ტერიტორიას, მათ შორის საბაჟო ზონებსა და საერთაშორისო აეროპორტებს.

 

მუხლი 2

მოქმედების სფერო

1. წინამდებარე შეთანხმების დებულებები ვრცელდება პირებზე, რომლებიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ საქართველოს ან ისლანდიის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

2. წინამდებარე შეთანხმების, მათ შორის ამ მუხლის პირველი პუნქტის გამოყენება არ ზღუდავს მე-18 მუხლში მითითებულ ინსტრუმენტებს.

3. წინამდებარე შეთანხმება არ გავრცელდება მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომელიც მითითებულია მე-4 და მე-6 მუხლებში, რომლებმაც დატოვეს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორია მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ასეთი პირების შესახებ ინფორმაციის მოპოვებამდე 5 წელზე მეტი ხნის წინ, თუ მე-3 დანართში მითითებული დოკუმენტების საშუალებით არ სრულდება მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში მათი რეადმისიისათვის მე-4 და მე-6 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

 

ნაწილი I

საქართველოს რეადმისიის ვალდებულებები

მუხლი 3

საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია

1. საქართველო, ისლანდიის განაცხადის საფუძველზე და ისლანდიის მიერ ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გატარების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ ისლანდიაში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ისლანდიის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების თაობაზე დადგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ მე-9 მუხლის შესაბამისად დამტკიცდება, რომ ეს პირები საქართველოს მოქალაქეები არიან.

2. საქართველო ასევე განახორციელებს შემდეგი პირების რეადმისიას:

– ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა 18 წლამდე დაუქორწინებელი შვილები, მიუხედავად მათი დაბადების ადგილის ან მოქალაქეობისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ აქვთ ისლანდიაში ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება ან თუ ზემოაღნიშნული ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება აქვს მეორე მშობელს, რომელსაც აქვს კანონიერი მეურვეობა აღნიშნულ ბავშვზე;

– ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა მეუღლეები, რომელთაც აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, იმ პირობით, თუ მათ აქვთ ან ენიჭებათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის და ყოფნის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ აქვთ ისლანდიაში ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება ან როდესაც საქართველოს მიერ დამტკიცებულია, რომ მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, სადავო ქორწინება სამართლებრივად აღიარებული არ არის.

3. საქართველო ასევე განახორციელებს იმ პირთა რეადმისიას, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოერთვათ, რომლებმაც დაკარგეს ან რომლებიც გავიდნენ საქართველოს მოქალაქეობიდან ისლანდიის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისლანდია ამ პირებს დაპირდა ნატურალიზაციას.

4. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით საქართველოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ან საჭიროების შემთხვევაში მე-11(2) მუხლში მითითებული ვადების გასვლის შემდეგ, საქართველოს კომპეტენტური დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობა, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, სამი სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც აქვს სამთვიანი მოქმედების ვადა. თუ საქართველომ სამი სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს ისლანდიის სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

5. თუ იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოებების გამო ვერ ხერხდება მოცემული პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაში, საქართველოს კომპეტენტური დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობა სამი სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ საქართველომ სამი სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს ისლანდიის სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

 

მუხლი 4

მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია

1. საქართველო, ისლანდიის განაცხადის საფუძველზე და ისლანდიის მიერ ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გატარების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომელიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებს ისლანდიის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, თუ მე-10 მუხლის შესაბამისად დგინდება, რომ ეს პირები:

(a) რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობდნენ საქართველოს მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას საქართველოს ტერიტორიიდან პირდაპირ ისლანდიის ტერიტორიაზე შესვლის დროს; ან

(b) ფლობენ საქართველოს მიერ გაცემულ ბინადრობის ნებართვას; ან

(c) საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ან მისი ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემდეგ, უკანონოდ და პირდაპირ შევიდნენ ისლანდიის ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ:

(a) მესამე ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა გადაკვეთა მხოლოდ საჰაერო ზონა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის გავლით; ან

(b) ისლანდიამ მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გასცა ვიზა, რომელიც გამოყენებულ იქნა პირის მიერ ისლანდიის ტერიტორიაზე შესვლისათვის ან ბინადრობის ნებართვისთვის თავის ტერიტორიაზე შესვლამდე ან შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პირს აქვს საქართველოს მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, რომელსაც მოქმედების უფრო ხანგრძლივი ვადა აქვს; ან

(c) მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობს ისლანდიის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლით; ან

(d) მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი გააძევა თავისი წარმომავლობის ქვეყანაში ან მესამე სახელმწიფოში.

3. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით საქართველოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ან, საჭიროების შემთხვევაში, მე-11(2) მუხლში მითითებული ვადების გასვლის შემდეგ, საქართველოს ორგანოები, საჭიროების შემთხვევაში, იმ პირის სახელზე, რომლის რეადმისიაზეც მიღებულ იქნა თანხმობა, სამი სამუშაო დღის განმავლობაში გასცემენ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც საჭიროა მისი დაბრუნებისათვის და რომელსაც ექნება სამ თვემდე მოქმედების ვადა. თუ საქართველომ სამი სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს ისლანდიის მიერ გაცემული სტანდარტული სამგზავრო დოკუმენტის გამოყენებას გაძევების მიზნებისათვის.

4. თუ იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოებების გამო ვერ ხერხდება მოცემული პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაში, საქართველოს ორგანოები სამი სამუშაო დღის განმავლობაში გაახანგრძლივებენ სამგზავრო დოკუმენტის ვადას ან, საჭიროების შემთხვევაში, გასცემენ ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ საქართველომ სამი სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს ისლანდიის მიერ გაცემული სტანდარტული სამგზავრო დოკუმენტის გამოყენებას გაძევების მიზნებისათვის.

 

ნაწილი II

ისლანდიის რეადმისიის ვალდებულებები

 

მუხლი 5

საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია

1. ისლანდია, საქართველოს განაცხადის საფუძველზე და საქართველოს მიერ ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გატარების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ პირის რეადმისიას, რომელთა ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებს საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების თაობაზე დადგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით თუ მე-9 მუხლის შესაბამისად დამტკიცდება, რომ ეს პირები ისლანდიის მოქალაქეები არიან.

2. ისლანდია ასევე განახორციელებს შემდეგი პირების რეადმისიას:

– ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა 18 წლამდე დაუქორწინებელი შვილები, მიუხედავად მათი დაბადების ადგილის ან მოქალაქეობისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ აქვთ საქართველოში ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება, ან თუ ზემოაღნიშნული ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება აქვს მეორე მშობელს, რომელსაც აქვს კანონიერი მეურვეობა აღნიშნულ ბავშვზე;

– ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა მეუღლეები, რომელთაც აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, იმ პირობით, თუ მათ აქვთ ან ენიჭებათ ისლანდიის ტერიტორიაზე შესვლის და ყოფნის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ აქვთ საქართველოში ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება ან როდესაც ისლანდიის მიერ დამტკიცებულია, რომ მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, სადავო ქორწინება სამართლებრივად აღიარებული არ არის.

3. ისლანდია ასევე განახორციელებს იმ პირთა რეადმისიას, რომლებსაც მისი კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოერთვათ ან რომლებიც გავიდნენ ისლანდიის მოქალაქეობიდან საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს ამ პირებს დაპირდა ნატურალიზაციას.

4. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით ისლანდიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ან, საჭიროების შემთხვევაში, მე-11(2) მუხლში მითითებული ვადების გასვლის შემდეგ, ისლანდიის კომპეტენტური დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობა, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, სამი სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც აქვს სამთვიანი მოქმედების ვადა. თუ ისლანდიამ სამი სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს მიერ გაცემულ სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

5. თუ იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოებების გამო ვერ ხერხდება მოცემული პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაში, ისლანდიის კომპეტენტური დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობა სამი სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ ისლანდიამ სამი სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს მიერ გაცემულ სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

 

მუხლი 6

მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია

1. ისლანდია, საქართველოს განაცხადის საფუძველზე და საქართველოს მიერ ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გატარების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომელიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, თუ მე-10 მუხლის შესაბამისად დგინდება, რომ ეს პირები:

(a) რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობდნენ ისლანდიის მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ისლანდიის ტერიტორიიდან პირდაპირ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის დროს; ან

(b) ფლობენ ისლანდიის მიერ გაცემულ ბინადრობის ნებართვას; ან

(c) ისლანდიის ტერიტორიაზე ყოფნის ან მისი ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემდეგ, უკანონოდ და პირდაპირ შევიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ:

(a) მესამე ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა გადაკვეთა მხოლოდ საჰაერო ზონა ისლანდიის საერთაშორისო აეროპორტის გავლით; ან

(b) საქართველომ მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გასცა ვიზა, რომელიც გამოყენებულ იქნა პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლისათვის ან ბინადრობის ნებართვისთვის თავის ტერიტორიაზე შესვლამდე ან შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პირს აქვს ისლანდიის მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, რომელსაც მოქმედების უფრო ხანგრძლივი ვადა აქვს; ან

(c) მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობს საქართველოს ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლით; ან

(d) მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი გააძევა თავისი წარმომავლობის ქვეყანაში, ან მესამე სახელმწიფოში.

3. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით ისლანდიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ან, საჭიროების შემთხვევაში, მე-11(2) მუხლში მითითებული ვადების გასვლის შემდეგ, ისლანდიის ორგანოები, საჭიროების შემთხვევაში, იმ პირის სახელზე, რომლის რეადმისიაზეც მიღებულ იქნა თანხმობა, სამი სამუშაო დღის განმავლობაში გასცემენ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც საჭიროა მისი დაბრუნებისათვის და რომელსაც ექნება სამ თვემდე მოქმედების ვადა. თუ ისლანდიამ სამი სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს მიერ გაცემული სტანდარტული სამგზავრო დოკუმენტის გამოყენებას გაძევების მიზნებისათვის.

4. თუ იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოებების გამო ვერ ხერხდება მოცემული პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაში, ისლანდიის ორგანოები სამი სამუშაო დღის განმავლობაში გაახანგრძლივებენ სამგზავრო დოკუმენტის ვადას ან, საჭიროების შემთხვევაში, გასცემენ ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ ისლანდიამ სამი სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს მიერ გაცემული სტანდარტული სამგზავრო დოკუმენტის გამოყენებას გაძევების მიზნებისათვის.

 

ნაწილი III

რეადმისიის პროცედურა

 

მუხლი 7

პრინციპები

1. ხელშემკვრელი მხარეები გააკეთებენ ყველაფერს, რომ მე-4 და მე-6 მუხლებში მითითებული პირი დააბრუნონ პირდაპირ წარმოშობის ქვეყანაში. ამ პუნქტის დებულებები არ გავრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც შესაძლებელია დაჩქარებული პროცედურის გამოყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მე-3 მუხლიდან მე-6 მუხლის ჩათვლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების საფუძველზე რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ნებისმიერი გადაცემა მოითხოვს რეადმისიის განაცხადის წარდგენას მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის.

3. თუ რეადმისიას დაქვემდებარებული პირი ფლობს მოქმედ სამგზავრო დოკუმენტს ან პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ასეთი პირის გადაცემის მიზნით მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო ვალდებული არ არის რეადმისიის განაცხადი ან წერილობითი შეტყობინება მე-12(1) მუხლის შესაბამისად წარუდგინოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.

წინა ქვეპუნქტი არ შეზღუდავს შესაბამისი ორგანოების უფლებას, რომ მათ საზღვარზე გადაამოწმონ რეადმისიას დაქვემდებარებული პირების ვინაობა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შეუზღუდავად, თუ პირი დაკავებულ იქნა მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს სასაზღვრო რეგიონში მას შემდეგ, რაც იგი შევიდა უკანონოდ და უშუალოდ მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიიდან, მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია წარადგინოს რეადმისიის განაცხადი პირის დაკავების შემდეგ სამი სამუშაო დღის განმავლობაში (დაჩქარებული პროცედურა).

მუხლი 8

რეადმისიის განაცხადის შინაარსი

1. შესაძლებლობის ფარგლებში, რეადმისიის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

(a) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესახებ მონაცემები (მაგ., სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და თუ შესაძლებელია – დაბადების ადგილი და ბოლო საცხოვრებელი ადგილი) და, საჭიროების შემთხვევაში, მონაცემები 18 წლამდე დაუქორწინებელი შვილების ან/და მეუღლეების შესახებ;

(b) საკუთარი მოქალაქეების შემთხვევაში, მითითება, თუ რა საშუალებით მოხდება მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთის ან prima facie მტკიცებულების წარდგენა, როგორც ეს მითითებულია შესაბამისად პირველ და მე-2 დანართებში;

(c) მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში, მითითება, თუ რა საშუალებით მოხდება მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის პირობების დამადასტურებელი საბუთის ან prima facie მტკიცებულების წარდგენა, როგორც გათვალისწინებულია შესაბამისად მე-3 და მე-4 დანართებით;

(d) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ფოტოსურათი;

(e) თითის ანაბეჭდები.

2. შესაძლებლობის ფარგლებში, რეადმისიის განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

(a) განცხადება, რომ გადასაცემ პირს შესაძლებელია ესაჭიროებოდეს დახმარება ან მზრუნველობა, იმ პირობით, თუ პირმა აღნიშნულზე დასტური მკაფიოდ გამოხატა;

(b) დაცვის, უსაფრთხოების ნებისმიერი სხვა ზომა ან პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს გადაცემის კონკრეტულ შემთხვევაში.

3. მე-7(3) მუხლის შეუზღუდავად, რეადმისიის ნებისმიერი განაცხადი წერილობითია და დგება ისეთი საერთო ფორმით, რომელიც წარმოდგენილია ამ შეთანხმების მე-5 დანართით.

4. რეადმისიის განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებების გზით, მათ შორის, ელექტრონული საშუალებებით, მაგ.: ფაქსიმილე, ელექტრონული ფოსტა და ა.შ. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ უნდა დაადასტუროს განაცხადის მიღება როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, მაგრამ განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 72 საათისა.

5. მე-11(2) მუხლის შეუზღუდავად, რეადმისიის განაცხადზე პასუხი უნდა გაიცეს წერილობით.

 

მუხლი 9

მოქალაქეობასთან დაკავშირებული მტკიცებულება

1. მე-3(1) მუხლისა და მე-5(1) მუხლის შესაბამისად მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს შესაძლებელია წარმოადგენდეს კერძოდ ამ შეთანხმების პირველ დანართში მითითებული დოკუმენტები. ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, საქართველო და ისლანდია, ამ შეთანხმების მიზნისათვის, ცნობენ მოქალაქეობას. მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტაცია.

2. მე-3(1) მუხლისა და მე-5(1) მუხლის შესაბამისად მოქალაქეობის დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას წარმოადგენს, კერძოდ, წინამდებარე შეთანხმების მე-2 დანართში მითითებული დოკუმენტები, მაშინაც კი, თუ მათი მოქმედების ვადა გასულია. ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, საქართველო და ისლანდია, ამ შეთანხმების მიზნისათვის, მოქალაქეობას დადგენილად ჩათვლიან, თუ გამოძიების შემდეგ და მე-11 მუხლში მითითებული ვადების ფარგლებში, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო არ დაამტკიცებს სხვაგვარად. Prima facie მტკიცებულებას არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტაცია.

3. თუ პირველ და მე-2 დანართში მითითებული ვერცერთი დოკუმენტის წარდგენა ვერ ხერხდება, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობა, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს თხოვნის შემდეგ, რომელიც თან ერთვის რეადმისიის განაცხადს, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, უზრუნველყოფს პირთან გასაუბრებას მოთხოვნის დღიდან შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში მისი მოქალაქეობის დადგენის მიზნით.

 

მუხლი 10

მესამე ქვეყნის მოქალაქეებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებული მტკიცებულება

1. მე-4(1) და მე-6(1) მუხლების შესაბამისად, მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისთვის საჭირო გარემოებათა დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენს, კერძოდ, წინამდებარე შეთანხმების მე-3 დანართში მითითებული მტკიცებულებები. რეადმისიისთვის საჭირო გარემოებათა დამადასტურებელ საბუთს არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტაცია.

2. მე-4(1) და მე-6(1) მუხლების შესაბამისად მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისთვის საჭირო გარემოებათა დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებებს წარმოადგენს კერძოდ წინამდებარე შეთანხმების მე-4 დანართში მითითებული მტკიცებულებები; აღნიშნულ მტკიცებულებებად არ შეიძლება ყალბი დოკუმენტაციის გამოყენება. ასეთი prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, საქართველო და ისლანდია გარემოებებს დადგენილად ჩათვლიან, თუ გამოძიების შემდეგ და მე-11 მუხლში მითითებული ვადების ფარგლებში მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო არ დაამტკიცებს სხვაგვარად.

3. ქვეყანაში შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების უკანონობა დგინდება პირის სამგზავრო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელშიც არ არის მოცემული მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესასვლელად აუცილებელი ვიზა ან ბინადრობის სხვა სახის ნებართვა. მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს წერილობითი განცხადება, რომ პირს არ გააჩნდა აუცილებელი სამგზავრო დოკუმენტი, ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, წარმოადგენს უკანონო შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას.

 

მუხლი 11

ვადები

1. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს რეადმისიის განაცხადი უნდა წარედგინოს მაქსიმუმ ექვსი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეიტყობს, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებს ამ ქვეყანაში შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

თუ განაცხადის დროულად წარდგენას ხელს უშლის რაიმე იურიდიული ან ფაქტობრივი სახის დაბრკოლება, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს მოთხოვნისამებრ, ვადა გაგრძელდება, მაგრამ მხოლოდ დაბრკოლებების აღმოფხვრამდე.

2. რეადმისიის განაცხადს პასუხი უნდა გაეცეს წერილობით:

- ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, თუ განაცხადი შეტანილ იქნა დაჩქარებული წესით (მე-7(4) მუხლი);

- გაჭიანურების გარეშე, და ნებისმიერ შემთხვევაში მაქსიმუმ 12 კალენდარული დღის განმავლობაში სხვა ყველა შემთხვევების დროს. როდესაც არსებობს იურიდიული ან ფაქტობრივი სახის დაბრკოლებები განაცხადზე დროულად პასუხის გაცემისას, ვადა, მოთხოვნის შესაბამისად და მიზეზების მითითების შემდეგ, გახანგრძლივდება 25 კალენდარულ დღემდე.

ამ ვადის ათვლა დაიწყება რეადმისიის მოთხოვნის მიღების დღიდან. აღნიშნული ვადის ფარგლებში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, გადაცემა ჩაითვლება შეთანხმებულად.

რეადმისიის განაცხადზე პასუხი შეიძლება წარდგენილ იქნეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საშუალებებით, მაგ.: ფაქსიმილე, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.

3. თანხმობის მიცემის შემდეგ ან საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, პირის გადაცემა განხორციელდება სამი თვის ვადაში. მოთხოვნის წარმდგენი მხარის თხოვნით, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს ექვს თვემდე იურიდიული ან პრაქტიკული სახის დაბრკოლებათა აღმოსაფხვრელად.

4. რეადმისიის მოთხოვნაზე უარის მიზეზები წარდგენილ უნდა იქნეს წერილობით.

 

მუხლი 12

გადაცემის ფორმები და ტრანსპორტირების სახეები

1. მე-7(3) მუხლის შეუზღუდავად, პირის დაბრუნებამდე, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს წერილობით და არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე აცნობებენ გადაცემის დროის, სასაზღვრო გამტარი პუნქტის, შესაძლო ესკორტის და გადაცემასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის შესახებ.

2. ტრანსპორტირება შესაძლებელია განხორციელდეს საჰაერო, სახმელეთო ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებით. დაბრუნება საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით არ შემოიფარგლება მხოლოდ ხელშემკვრელი მხარეების სატრანსპორტო კომპანიების მომსახურების გამოყენებით და შესაძლებელია განხორციელდეს რეგულარული ან ჩარტერული რეისებით. ესკორტირებული დაბრუნების შემთხვევაში, ასეთი ესკორტები არ შემოიფარგლება მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს უფლებამოსილი პირების მონაწილეობით, თუმცა ისინი უნდა იყვნენ საქართველოს ან ისლანდიის მიერ უფლებამოსილი პირები.

 

მუხლი 13

შეცდომით განხორციელებული რეადმისია

მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო დაიბრუნებს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ ნებისმიერ რეადმისირებულ პირს, თუ პირის გადაცემიდან 6 თვის, ხოლო მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში – 12 თვის განმავლობაში დადგინდება, რომ წინამდებარე შეთანხმებაში მე-3 მუხლიდან მე-6 მუხლის ჩათვლით წარმოდგენილი პირობები შესრულებული არ არის.

ასეთ შემთხვევებში, და გარდა პირის ყველა სატრანპორტო ხარჯისა, რომელიც უნდა გაიღოს მოთხოვნის წარმდგენმა სახელმწიფომ, როგორც ეს მითითებულია წინა პუნქტში, წინამდებარე შეთანხმების პროცედურული ნორმები იმოქმედებს შესაბამისი ცვლილებებით და წარმოდგენილი იქნება დასაბრუნებელი პირის ვინაობასთან და მოქალაქეობასთან დაკავშირებული ყოველგვარი არსებული ინფორმაცია.

 

ნაწილი IV

სატრანზიტო ოპერაციები

მუხლი 14

სატრანზიტო პრინციპები

1. ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა მიმართონ მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტს იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთ პირთა პირდაპირი დაბრუნება დანიშნულების სახელმწიფოში.

2. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო გასცემს ნებართვას მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტზე, თუ მოთხოვნის წარმდგენი მხარე ასე მოითხოვს, თუ გარანტირებულია შესვლა ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოებში და რეადმისია საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს მიერ.

3. ხელშემკვრელმა მხარეებმა შესაძლოა უარი თქვან ტრანზიტზე:

(a) თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ემუქრება წამების ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის, ან სასიკვდილო განაჩენის, ან რასობრივი წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, ეროვნების, კონკრეტულ სოციალურ ჯგუფთან კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფრთხე დანიშნულების სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან

(b) თუ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი დაექვემდებარება სისხლისსამართლებრივ სანქციებს მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან

(c) ჯანდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების, საჯარო წესრიგის ან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სხვა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

4. ხელმშეკვრელმა მხარეებმა შეიძლება გააუქმონ ნებისმიერი გაცემული ნებართვა, თუ შემდგომში წარმოიშობა ან გაირკვევა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ისეთი გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის სატრანზიტო ოპერაციის განხორციელებას, ან, თუ გარანტირებული აღარ არის მგზავრობის გაგრძელება ტრანზიტის შესაძლო სახელმწიფოების გავლით ან რეადმისია საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოში. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო უკან დააბრუნებს მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, არსებული აუცილებლობიდან გამომდინარე და გაჭიანურების გარეშე.

 

მუხლი 15

სატრანზიტო პროცედურა

1. სატრანზიტო ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი უნდა წარედგინოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს წერილობით და უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

(a) ტრანზიტის ტიპი (საჰაერო, საზღვაო ან სახმელეთო), ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოები და საბოლოო დანიშნულების სახელმწიფო;

(b) პირის მონაცემები (მაგ., სახელი, გვარი, ქალიშვილობის გვარი, სხვა სახელი, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან მეტსახელი, დაბადების თარიღი, სქესი და თუ შესაძლებელია – დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, ენა, სამგზავრო დოკუმენტის ტიპი და ნომერი);

(c) სავარაუდო სასაზღვრო გამტარი პუნქტი, გადაცემის დრო და ესკორტის შესაძლო თანხლება;

(d) დეკლარაცია, რომ მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს შეხედულებით, შესრულებულია მე-14(2) მუხლის პირობები და მე-14(3) მუხლის შესაბამისად, არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.

ტრანზიტის განაცხადის საერთო ფორმა მოცემულია წინამდებარე შეთანხმების მე-6 დანართში.

ტრანზიტის განაცხადი შეიძლება წარდგენილ იქნეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საშუალებებით, მაგ: ფაქსიმილე, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.

2. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს თავისი თანხმობა ტერიტორიაზე შეშვებასთან დაკავშირებით, დაუდასტუროს სასაზღვრო გამტარი პუნქტი და შეშვების დრო, ან განუცხადოს შეშვებაზე უარი და აცნობოს უარის მიზეზები. თუ პასუხი გაცემული არ იქნება ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, ჩაითვლება რომ ტრანზიტი შეთანხმებულია.

ტრანზიტის განაცხადზე პასუხი შეიძლება წარდგენილ იქნეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საშუალებებით, მაგ.: ფაქსიმილე, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.

3. თუ სატრანზიტო ოპერაცია ხორციელდება საჰაერო ტრანსპორტით, გადასაცემი პირი და შესაძლო თანმხლები პირები თავისუფლდებიან აეროპორტის სატრანზიტო ვიზის აღების ვალდებულებისაგან.

4. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები, ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე, ხელს შეუწყობენ სატრანზიტო ოპერაციების განხორციელებას, კერძოდ, პირებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ამ მიზნით შესაბამისი პირობების შექმნის გზით.

 

ნაწილი V

ხარჯები

მუხლი 16

ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის ხარჯები

კომპეტენტურ ორგანოთა უფლების შეუზღუდავად, მოითხოვონ რეადმისიასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება რეადმისიას დაქვემდებარებული პირისგან, მათ შორის, მე-3(2) და მე-5(2) მუხლებში მითითებული პირებისგან ან მესამე მხარეებისგან, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასაზღვრო გამტარ პუნქტამდე ამ შეთანხმების I და II ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შემთხვევაში, ხოლო საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე ამ შეთანხმების IV ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების შემთხვევაში, აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.

 

ნაწილი VI

მონაცემთა დაცვა და შეუზღუდველობის დათქმა

მუხლი 17

მონაცემთა დაცვა

პერსონალურ მონაცემთა გადაცემა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაცემა აუცილებელია საქართველოს ან ისლანდიის კომპეტენტური ორგანოების მიერ წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, შესაბამისი შემთხვევის გათვალისწინებით. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და დაცვა კონკრეტულ შემთხვევაში ექვემდებარება საქართველოსა და ისლანდიის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას. დამატებით გამოიყენება შემდეგი პრინციპები:

(a) პერსონალურ მონაცემთა დამუშავება უნდა მოხდეს სამართლიანი და კანონიერი გზით;

(b) პერსონალურ მონაცემთა შეგროვება ხორციელდება წინამდებარე შეთანხმების განხორციელების კონკრეტული, მკაფიოდ გამოხატული და ლეგიტიმური მიზნით და იგი არ ექვემდებარება შემდგომ დამუშავებას ამ მიზნისთვის შეუფერებლად, არც მონაცემთა გადამცემი ორგანოს და არც მიმღები ორგანოს მიერ;

(c) პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ადეკვატური, შესაბამისი და არ სცდებოდეს იმ მიზანს, რომლისთვისაც მოხდა მათი შეგროვება ან/და შემდგომი დამუშავება; კერძოდ, გადაცემული პერსონალური მონაცემები უნდა მოიცავდეს მხოლოდ შემდეგს:

- გადასაცემი პირის მონაცემები (მაგ., გვარი, სახელი, ნებისმიერი ადრინდელი სახელი, სხვა სახელი, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან მეტსახელი, სქესი, სამოქალაქო მდგომარეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, ამჟამინდელი და ნებისმიერი ადრინდელი მოქალაქეობა);

- პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან მართვის მოწმობა (ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის თარიღი, გამცემი ორგანო, გაცემის ადგილი);

- გასაჩერებელი ადგილები და მარშრუტები;

- სხვა მონაცემები, რომლებიც საჭიროა გადასაცემი პირის ამოსაცნობად ან წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული რეადმისიის მოთხოვნების შემოწმების მიზნით;

(d) პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტი და საჭიროების შემთხვევაში უნდა განახლდეს;

(e) პერსონალური მონაცემები შენახული უნდა იქნეს ისეთი ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირების საშუალებას, არაუმეტეს იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აუცილებელია იმ მიზნის შესასრულებლად, რომლისთვისაც მოხდა აღნიშნულ მონაცემთა შეგროვება ან ხდება მათი შემდგომი დამუშავება;

(f) როგორც მონაცემთა გადამცემი, ისე მიმღები ორგანო მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა შესწორება, წაშლა ან ბლოკირება იმ შემთხვევაში, თუ დამუშავება არ ხორციელდება ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად, კერძოდ, თუ მონაცემები არ არის ადეკვატური, შესაბამისი, ზუსტი, ან სცილდება იმ მიზანს, რომლისთვისაც ხდება მათი დამუშავება. აღნიშნული ითვალისწინებს მეორე მხარისთვის მონაცემთა შესწორების, წაშლის ან ბლოკირების შესახებ შეტყობინების გაგზავნას;

(g) მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა მიმღები ორგანო გადამცემ ორგანოს აცნობებს გადაცემული მონაცემების გამოყენების და მიღებული შედეგების შესახებ;

(h) პერსონალური მონაცემები შესაძლოა გადაეცეს მხოლოდ კომპეტენტურ ორგანოებს. სხვა ორგანოებისთვის მათი შემდგომი გადაცემა საჭიროებს მონაცემთა გადამცემი ორგანოს წინასწარ თანხმობას;

(i) მონაცემთა გადამცემ და მიმღებ ორგანოებს ეკისრებათ პერსონალურ მონაცემთა გადაცემის და მიღების წერილობითი აღრიცხვის ვალდებულება.

 

მუხლი 18

შეუზღუდველობის დათქმა

1. წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს ხელშემკვრელი მხარეების იმ უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან, მათ შორის, იმ საერთაშორისო კონვენციებიდან, რომელთა წევრებიც არიან ისინი, კერძოდ:

– „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28 ივლისის კონვენცია, შესწორებული 1967 წლის 31 იანვრის ოქმით „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“,

– „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ“ 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპის კონვენცია,

– „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის წინააღმდეგ“ 1984 წლის 10 დეკემბრის კონვენცია,

– საერთაშორისო კონვენციები ექსტრადიციისა და ტრანზიტის შესახებ.

2. არაფერი წინამდებარე შეთანხმებაში არ უშლის ხელს პირის დაბრუნებას რომელიმე სხვა ფორმალური ან არაფორმალური შეთანხმების საფუძველზე.

 

ნაწილი VII

იმპლემენტაცია და გამოყენება

 

მუხლი 19

რეადმისიის ერთობლივი კომიტეტი

1. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს გაუწევენ დახმარებას წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებაში. ამ მიზნით მათ შეუძლიათ შექმნან რეადმისიის ერთობლივი კომიტეტი (შემდგომში წოდებული როგორც „კომიტეტი“), რომელიც, კერძოდ, შეასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

(a) გააკონტროლებს წინამდებარე შეთანხმების გამოყენებას;

(b) განიხილავს წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებისას ან გამოყენებისას წარმოშობილ საკითხებს;

(c) წარმოადგენს შესწორებებს წინამდებარე შეთანხმებასა და მის დანართებში.

2. კომიტეტი შეიკრიბება საჭიროებისამებრ, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე.

3. დავები, რომლებიც ვერ გადაწყდება კომიტეტის მიერ, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების მეშვეობით.

 

მუხლი 20

საიმპლემენტაციო დებულებები

1. ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმების ძალაში შესვლიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში დიპლომატიური არხების მეშვეობით შეატყობინებენ ერთმანეთს კომპეტენტური ორგანოების, მათი საკონტაქტო მონაცემებისა და სასაზღვრო გამტარ პუნქტების შესახებ.

2. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ერთმანეთს ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული კომპეტენტური ორგანოების, მათი საკონტაქტო მონაცემებისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტების ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

3. ხელშემკვრელ მხარეთა შორის ყველა კომუნიკაცია განხორციელდება ინგლისურ ენაზე.

4. საქართველოს ან ისლანდიის მოთხოვნით, საქართველო და ისლანდია შეიმუშავებენ საიმპლემენტაციო ოქმს, რომელშიც მათ შორის, შედის შემდეგი წესები:

(a) ესკორტირებული დაბრუნების პირობები, მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ესკორტირებული ტრანზიტის ჩათვლით;

(b) საშუალებები და დოკუმენტაცია, გარდა წინამდებარე შეთანხმების 1–4 დანართებში მითითებულისა;

(c) დაჩქარებული წესით რეადმისიის განხორციელების მეთოდები;

(d) გასაუბრების პროცედურა.

 

მუხლი 21

ცვლილებები და დამატებები

წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით, რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების 23-ე მუხლის შესაბამისად.

 

ნაწილი VIII

დასკვნითი დებულებები

მუხლი 22

ტერიტორიული გამოყენება

წინამდებარე შეთანხმება გამოიყენება საქართველოს ტერიტორიასა და ისლანდიის ტერიტორიაზე.

 

მუხლი 23

ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და მოქმედების შეწყვეტა

1. წინამდებარე შეთანხმების რატიფიცირება ან დამტკიცება უნდა განხორციელდეს ხელშემკვრელ მხარეთა მიერ თავიანთი შესაბამისი პროცედურების თანახმად.

2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ თარიღის მომდევნო თვის პირველი დღიდან, როდესაც ხელშემკვრელი მხარეები აცნობებენ ერთმანეთს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პროცედურების დასრულების შესახებ.

3. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.

4. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს ასეთი შეტყობინებიდან ექვსი თვის შემდეგ.

მუხლი 24

დანართები

1-6 დანართები შეადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

შესრულებულია ქ. ნიუ იორკში, 2017 წ. 22 სექტემბერი, ორ დედნად, ქართულ, ისლანდიურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ავთენტური ენების ვერსიებს შორის ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.

 

 

საქართველოს

სახელით

ისლანდიის

სახელით

(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)

 

 

დანართი 1

იმ დოკუმენტების საერთო ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენს მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს

(მე-3 (1), მე-5 (1) და მე-9 (1) მუხლები)

- ნებისმიერი ტიპის პასპორტი (ეროვნული პასპორტები, დიპლომატიური პასპორტები, სამსახურებრივი პასპორტები, კოლექტიური პასპორტები და სუროგატული პასპორტები, ბავშვების პასპორტების ჩათვლით),

- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დროებითი და წინასწარი მოწმობების ჩათვლით),

- მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები, რომლებშიც აღნიშნულია ან მკაფიოდ არის მითითებული მოქალაქეობა.

 

დანართი 2

იმ დოკუმენტების საერთო ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენს მოქალაქეობის დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას

(მე-4 (1), მე-6 (1) და მე-10 (2) მუხლები)

- I დანართში მითითებული დოკუმენტები, რომელთაც ვადა 6 თვეზე მეტი ხნის წინ გაუვიდა,

- წინამდებარე შეთანხმების I დანართში მითითებული ნებისმიერი დოკუმენტის ფოტოასლები,

- მართვის მოწმობები ან მათი ფოტოასლები,

- დაბადების მოწმობები ან მათი ფოტოასლები,

- კომპანიის საიდენტიფიკაციო ბარათები ან მათი ფოტოასლები,

- მოწმეთა ჩვენებები,

- შესაბამისი პირის მიერ მიცემული ჩვენება და ენა, რომელზეც ის საუბრობს, მათ შორის ოფიციალურად ჩატარებული ტესტის მიხედვით,

- ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს პირის მოქალაქეობის დადგენას,

- სამსახურებრივი ბარათები და სამხედრო ბილეთები,

- მეზღვაურის წიგნაკები და კაპიტნის სამსახურებრივი ბარათები,

- სავიზო საინფორმაციო სისტემის (VIS) მიერ განხორციელებული ძიების შედეგად ვინაობის დადასტურება.

 

დანართი 3

იმ დოკუმენტების საერთო ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენს მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის გარემოებათა დამადასტურებელ საბუთს

(მე-4 (1), მე-6 (1) და მე-10 (1) მუხლები)

- მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ გაცემული მოქმედი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა,

- პირის სამგზავრო დოკუმენტში არსებული შესვლის/გასვლის დამადასტურებელი ბეჭედი ან სხვა მსგავსი აღნიშვნა, ან შესვლის/გასვლის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება (მაგ., ფოტოგრაფიული),

 

დანართი 4

იმ დოკუმენტების საერთო ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენს მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის გარემოებათა დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას

(მე-4 (1), მე-6 (1) და მე-10 (2) მუხლები)

- მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ იმ გარემოებათა და ადგილის აღწერა, სადაც მოხდა პირის დაკავება ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი შესვლის შემდეგ,

- საერთაშორისო ორგანიზაციის (მაგ., UNHCR) მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია პირის ვინაობასთან ან/და ქვეყანაში მის ყოფნასთან დაკავშირებით,

- ოჯახის წევრების, თანმხლები პირების და სხვების მიერ ინფორმაციის მიწოდება/დადასტურება,

- მოცემული პირის ჩვენება,

- ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს პირის მიერ კურიერის ან ტურისტული სააგენტოს მომსახურებით სარგებლობას,

- მიცემული ოფიციალური წერილობითი ჩვენებები, კერძოდ, სასაზღვრო ორგანოს პერსონალის და სხვა მოწმეთა მიერ, რომლებიც ადასტურებს პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტს,

- პირის მიერ სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიცემული ოფიციალური წერილობითი ჩვენება,

- დოკუმენტები, სერტიფიკატები და ნებისმიერი სახის ანგარიშები (მაგ. სასტუმროს ანგარიში, ექიმთან/დანტისტთან მიღებაზე ყოფნის დამადასტურებელი ბარათი, საჯარო/კერძო დაწესებულებაში შესვლის საშვი, მანქანის ქირავნობის ხელშეკრულებები, საკრედიტო ბარათის ქვითრები, სხვ.), რომლებიც ნათლად ადასტურებს, რომ პირი იმყოფებოდა მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე,

- თვითმფრინავის, მატარებლის, ავტობუსის ან ნავის სახელობითი ბილეთები, ან/და მგზავრთა სიები, რომლებიც ადასტურებს პირის ყოფნას და გადაადგილების მარშრუტს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

 

დანართი 5

[ისლანდიის ემბლემა] [საქართველოს ემბლემა]

 

………………………………………………….. …………………………………………………..

(მოთხოვნის წარმდგენი ორგანო) (ადგილი და თარიღი)

 

საკითხი:………………………………………………..

ვის:

…………………………………………………………

…………………………………………………………

…………………………………………………………

(მოთხოვნის მიმღები ორგანო)

 

□  დაჩქარებული პროცედურა (მე-7 (3) მუხლი)

□  გასაუბრების მოთხოვნა (მე-9 (3) მუხლი)

 

 

 

რეადმისიის განაცხადი

საქართველოსა და ისლანდიას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების მე-8 მუხლის შესაბამისად

 

 

 

ფოტოსურათი

 

A. პერსონალური მონაცემები

1. სრული სახელი (გახაზეთ გვარი): …………………………………………………………………………

2. ქალიშვილობის გვარი:

………………………………………………………………………………………

3. დაბადების თარიღი და ადგილი:

………………………………………………………………………………………

 

4. სქესი და ფიზიკური აღწერილობა (სიმაღლე, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები, და სხვ.):

 

……………………………………………………………………………………………………………………………………

5. ასევე ცნობილია, როგორც (ადრინდელი სახელები, სხვა სახელები, რომელსაც

იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან შერქმეული სახელები):

 

…………………………………………………………………………………………………………………………

6. მოქალაქეობა და ენა:

 

…………………………………………………………………………………………………………………………

 

7. სამოქალაქო სტატუსი:: □  დაოჯახებული □  დასაოჯახებელი □  განქორწინებული □  ქვრივი

 

თუ დაქორწინებულია: მეუღლის სახელი და გვარი …………………………………………………………

 

შვილების სახელები და ასაკი (თუ ჰყავს) …………………………………………….

 ……………………………………………………………………………………………………

 ……………………………………………………………………………………………………

 ……………………………………………………………………………………………………

8. ბოლო მისამართი მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში:

……………………………………………………………………………………………………………

 

B. მეუღლის პერსონალური მონაცემები (თუ საჭიროა)

1. სრული სახელი(გახაზეთ გვარი): …………………………………………………………………………………….

2. ქალიშვილობის გვარი: …………………………………………………………………………………………………..

3. დაბადების თარიღი და ადგილი: ………………………………………………………………………………………

4. სქესი და ფიზიკური აღწერილობა (სიმაღლე, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები, სხვ.):

…………………………………………………………………………………………………………………………………….

5. ასევე ცნობილია როგორც (ადრინდელი სახელები, სხვა სახელები, რომელსაც იყენებს 

/რომლითაც ცნობილია, ან შერქმეული სახელები):

…………………………………………………………………………………………………………………………………….

6. მოქალაქეობა და ენა:

…………………………………………………………………………………………………………………………………….

 

C.. შვილების პერსონალური მონაცემები (თუ საჭიროა)

1. სრული სახელი(გახაზეთ გვარი): ……………………………………………………………………………………..

2. დაბადების თარიღი და ადგილი: ……………………………………………………………………………………….

3. სქესი და ფიზიკური აღწერილობა (სიმაღლე, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები, სხვ.):

…………………………………………………………………………………………………………………………………….

4. მოქალაქეობა და ენა:

…………………………………………………………………………………………………………………………………….

 

D. გადასაცემ პირთან დაკავშირებული სპეციალური გარემოებები

1. ჯანმრთელობის მდგომარეობა

(მაგ., სპეციალური სამედიცინო დახმარების აუცილებლობა; გადამდები დაავადების ლათინური სახელწოდება):

……………………………………………………………………………………………………………………………………..

2. მითითება, თუ პირი განსაკუთრებით სახიფათოა

(მაგ., ეჭვმიტანილია მძიმე დანაშაულის ჩადენაში; გამოირჩევა აგრესიული ქცევით):

…………………………………………………………………………………………………………………………………….

 

E. თანდართული მტკიცებულებები

1. ……………………………………………………………… …………………………………………………………

(პასპორტის ნომერი.) (გაცემის თარიღი და ადგილი)

 

………………………………………………………………… …………………………………………………………

(გამცემი ორგანო) (ვადის გასვლის თარიღი)

 

2.……………………………………………………………. …………………………………………………………

(პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი) (გაცემის თარიღი და ადგილი)

 

………………………………………………………………… …………………………………………………………

(გამცემი ორგანო) (ვადის გასვლის თარიღი)

 

3. ……………………………………………………………. ………………………………………………………..

(მართვის მოწმობის ნომერი) (გაცემის თარიღი და ადგილი)

 

……………………………………………………………….. …………………………………………………………

(გამცემი ორგანო) (ვადის გასვლის თარიღი)

 

4. ……………………………………………………………. …………………………………………………………..

(სხვა ოფიციალური დოკუმენტის ნომერი) (გაცემის თარიღი და ადგილი)

 

…………………………………………………………………. ………………………………………………………….

(გამცემი ორგანო) (ვადის გასვლის თარიღი)

 

F. შენიშვნები

 

…………………………………………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………………………………………………………….

 

 

…………………………………………………………………………

(ხელმოწერა) (ბეჭედი/შტამპი)

 

 

დანართი 6

[ისლანდიის ემბლემა] [საქართველოს ემბლემა]

 

 

………………………………………………….. …………………………………………………..

(მოთხოვნის წარმდგენი ორგანო) (ადგილი და თარიღი)

 

საკითხი:

………………………………………………..

ვის:

…………………………………………………………

…………………………………………………………

…………………………………………………………

 (მოთხოვნის მიმღები ორგანო)

 

 

ტრანზიტის განაცხადი

საქართველოსა და ისლანდიას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად

 

A. პერსონალური მონაცემები

 

1. სრული სახელი (გახაზეთ გვარი): ……………………………………………………………………………………….

2. ქალიშვილობის გვარი:

………………………………………………………………………………………

3. დაბადების თარიღი და ადგილი:

………………………………………………………………………………………

4. სქესი და ფიზიკური აღწერილობა (სიმაღლე, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები, და სხვ.):

……………………………………………………………………………………………………………………

 

 

 

ფოტოსურათი

 

5. ასევე ცნობილია, როგორც (ადრინდელი სახელები, სხვა სახელები, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან შერქმეული სახელები):

……………………………………………………………………………………………………………………………………

6. მოქალაქეობა და ენა:

……………………………………………………………………………………………………………………………………

7. სამგზავრო დოკუმენტის ტიპი და ნომერი:

……………………………………………………………………………………………………………………………………

 

B. სატრანზიტო ოპერაცია

1. ტრანზიტის ტიპი:

საჰაერო  სახმელეთო  საზღვაო

2. საბოლოო დანიშნულების სახელმწიფო:

……………………………………………………………………………………………………………………………………

3. ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოები:

…………………………………………………………………………………………………………………………………….

4. საზღვრის გადაკვეთის შემოთავაზებული პუნქტი, თარიღი, გადაცემის დრო და შესაძლო თანხლება:

…………………………………………………………………………………………………………………………………….

……………………………………………………………………………………………………………………………………

……………………………………………………………………………………………………………………………………

 

5. ტრანზიტის ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში და საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოში შეშვება გარანტირებულია (მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი):

 

დიახ არა

 

6. ტრანზიტზე უარის თქმის მიზეზი ცნობილია (მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი):

 

დიახ  არა

 

C. შენიშვნები

 

…………………………………………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………

(ხელმოწერა) (ბეჭედი/შტამპი)

ერთობლივი დეკლარაცია

მე-7 (1) მუხლთან დაკავშირებით

 

მხარეები თანხმდებიან, რომ იმისათვის, რათა აჩვენონ, რომ ისინი „გააკეთებენ ყველაფერს, რომ მე-4 და მე-6 მუხლებში მითითებული პირი დააბრუნონ პირდაპირ წარმოშობის ქვეყანაში“, მოთხოვნის წარმდგენმა სახელმწიფომ, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოსთვის რეადმისიის განაცხადის წარდგენასთან ერთად, იმავდროულად უნდა წარადგინოს რეადმისიის განაცხადი წარმოშობის ქვეყანასთან. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო პასუხს გასცემს მე-11(2) მუხლში მითითებულ ვადებში. ამ დროის განმავლობაში, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო აცნობებს მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს, თუ იქნა მიღებული რეადმისიის განაცხადზე პოზიტიური პასუხი წარმოშობის ქვეყნიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც პირის წარმოშობის ქვეყნის დადგენა ვერ მოხერხდება და შესაბამისად რეადმისიის განაცხადი ვერ წარედგინება წარმოშობის ქვეყანას, ამ სიტუაციის მიზეზები უნდა იქნეს მითითებული რეადმისიის განაცხადში, რომელიც წარედგინება მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს.