დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017368 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №120 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2022, 140130000.22.034.017305) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტის: ა.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დეპარტამენტის რაიონული და საქალაქო დანაყოფები ამ დებულების მე-7 მუხლით, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე:“; ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები: „ვ1) ახორციელებენ არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მათზე პროაქტიულ რეაგირებას; ვ2) უზრუნველყოფენ სამართლებრივ საკითხებთან, აგრეთვე, სხვადასხვა საპოლიციო და სამოქალაქო სერვისთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებას;“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. დეპარტამენტის რაიონული და საქალაქო დანაყოფების უბნის ინსპექტორები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“-„ო“ ქვეპუნქტებით (გარდა „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“; გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. ქალაქ ბათუმში მართლწესრიგის ოფიცრები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“-„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები