დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 144/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.18.011.016723 |
|
„საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 05/07/2017; ს/კ: 200090000.18.011.016248) დანართი №2-ით დამტკიცებულ საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმების შევსების ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) რეზიდენტი პროვაიდერი – ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ბანკი, ეროვნული ბანკში რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ასევე ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, თუ ის ახორციელებს საგადახდო მომსახურებას;“; ბ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი: „ჟ) ბანკი - კომერციული ბანკი და მიკრო ბანკი.“. 2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ყოველი თვის 5 და 15 რიცხვამდე წარსადგენი ანგარიშგების შევსებისას ახალი ვალუტის გამოყენების შემთხვევაში, პროვაიდერი ვალდებულია 5 კალენდარული დღით ადრე დაუკავშირდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის პასუხისმგებელ ზედამხედველს და გამოაგზავნოს შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე psps@nbg.gov.ge.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები