დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 145/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010040.18.011.016724 |
|
„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებით (სსმ, №30, 19/03/2010; ს/კ: 220010040.18.011.014360) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ ინსტრუქციის მიზანია საქართველოს საბანკო დაწესებულებებში (კომერციული ბანკი, მიკრობანკი) (შემდგომში – ბანკი) საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების პრინციპებისა და პროცედურის დადგენა, საბანკო ანგარიშების ნომრის სტანდარტიზაცია, საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენებით უნაღდო ანგარიშსწორების ხელშეწყობა და საერთაშორისო გადარიცხვების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის სიზუსტის ხარისხის გაზრდა.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ქვეყნის კოდი – ISO 3166-1 სტანდარტით დადგენილი ქვეყნის აღმნიშვნელი ორი ლათინური სიმბოლო, რომელიც გამოსახულია ბანკის მიერ გენერირებულ IBAN-ში;“. 3. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №2
.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები