„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება

დოკუმენტის ნომერი 22-57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 19/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016740
22-57
19/05/2023
ვებგვერდი, 30/06/2023
480610000.03.030.016740
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ნოტა

Gz.: Wz-445.11

თბილისი, 2023 წლის 21 აპრილი

მის აღმატებულებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს

ბატონ ილია დარჩიაშვილს

თბილისი

ბატონო მინისტრო,

მაქვს პატივი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს 2023 წლის 21 თებერვლის თანხმობაზე (ვერბალური ნოტა №21/2023) დაყრდნობით და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 1998 წლის 11 მაისის შეთანხმების (ჩარჩო შეთანხმება) საფუძველზე შემოგთავაზოთ შემდეგი შეთანხმება:

  1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს მთავრობა ერთობლივად ახორციელებენ პროექტის „კარგი ფინანსური მმართველობა საქართველოში“ ხელშეწყობას, იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა ამ პროექტის ხელშეწყობის მიზანშეწონილობა.
  1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნული პროექტისთვის გამოყოფს პერსონალსა და საგნობრივ დახმარებას და შესაბამის შემთხვევაში ასევე ფინანსურ დახმარებას 3.000.000,00 ევროს (სიტყვიერად: სამი მილიონი ევრო) ოდენობით. პროექტის განხორციელებას იგი ავალებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ). 
  1. აღნიშნული პროექტის და ასევე შესასრულებელი სამუშაოებისა და ვალდებულებების დეტალები უნდა განისაზღვროს განხორციელების ხელშეკრულებასა და შესაბამის შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულებაში, რომელიც უნდა დაიდოს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) და იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დააკისრებს პროექტის განხორციელებას. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ იმ ორგანიზაციამ, რომელსაც იგი დააკისრებს პროექტის განხორციელებას, შეასრულოს პირველ პუნქტში დასახელებული პროექტისათვის საჭირო სამუშაოები. კერძოდ იგი უზრუნველყოფს განხორციელების ხელშეკრულებასა და შესაბამის შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულებაში აღნიშნული პარტნიორული ვალდებულებების შესრულებას.
  1. თანხმობა პირველ პუნქტში დასახელებული პროექტის ხელშეწყობაზე უქმდება ისე, რომ არ მოხდება მისი შეცვლა სხვა პროექტით, თუ თანხმობის გაცემის დღიდან ხუთი წლის განმავლობაში არ გაფორმდება მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულება. მე-2 პუნქტში დასახელებული თანხის თანხმობისთვის ეს ვადა იწურება 2028 წლის 20 თებერვალს. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ ვადაში მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულება დაიდება იმ თანხის მხოლოდ ნაწილზე, რომელზეც გაცემულია თანხმობა, თანხმობის გაუქმების აღნიშნული დებულება შეეხება მხოლოდ თანხების იმ ნაწილს, რომელთა მიმართებაშიც არ დადებულა აღნიშნული ხელშეკრულება.
  1. ზემოხსენებული ჩარჩო შეთანხმების დებულებები ვრცელდება ასევე წინამდებარე შეთანხმებაზე. 
  1. საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს განმახორციელებელ ორგანიზაციას ყველა იმ პირდაპირი გადასახადისაგან, რომლებიც საქართველოში წარმოიშვება პირველ პუნქტში აღნიშნულ პროექტთან ან მე-3 პუნქტში აღნიშნული განხორციელების ხელშეკრულებისა და შესაბამის შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულების დადებასთან და შესრულებასთან დაკავშირებით.
  1. საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დავალებით იმპორტირებულ საგნობრივ საქონელს, მათ შორის, მოწყობილობებსა და სატრანსპორტო საშუალებებს, ყველა იმპორტისა და ექსპორტის გადასახადისგან, საპორტო და სასაწყობო გადასახდელებისგან და სხვა ოფიციალური მოსაკრებლებისგან და უზრუნველყოფს, რომ მოხდეს მათი დაუყოვნებლივი გაფორმება.
  1. საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს გერმანული განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ პირველ პუნქტში დასახელებული პროექტისთვის შეძენილ საქონელს და მომსახურებას დამატებული ღირებულებისა და მსგავსი არაპირდაპირი გადასახადებისგან, რომლებიც საქართველოში წარმოიშვება. გათავისუფლება შეიძლება განხორციელდეს ანაზღაურების ან ამ გადასახადებისგან გათავისუფლების გზით.
  1. ეს შეთანხმება ვრცელდება ასევე პირველ პუნქტში დასახელებული პროექტისთვის თანხის გაზრდის, ისევე როგორც სხვა დონორის თანადაფინანსების შემთხვევაში და მომავალში მის შემდგომ პროექტებზე, თუ ორივე მთავრობა გამოხატავს ხელშეწყობის გაგრძელების სურვილს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თანხმობები შემდგომი პროექტებისთვის და პროექტის თანხის გაზრდისთვის განხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან შეტყობინების გზით, წინამდებარე შეთანხმებაზე მკაფიო მითითებით. ასეთ შემთხვევებში იმოქმედებს მე-4 პუნქტისგან განსხვავებული ვადები, რომლებიც ცალკე იქნება მითითებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის შეტყობინებაში.
  1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს იგი დიპლომატიური გზებით. ხელშეკრულების გაუქმება ძალაში შევა შეტყობინების შესვლიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგი თვის პირველ რიცხვში.
  1. სადავო საკითხები წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეების მიერ დარეგულირდება მეგობრულ გარემოში კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების საფუძველზე.
  1. წინამდებარე შეთანხმება იდება გერმანულ და ქართულ ენაზე. ამასთან ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა ეთანხმება პირველიდან მე-12 პუნქტის ჩათვლით წარმოდგენილ წინადადებებს, წინამდებარე ნოტა და საქართველოს მთავრობის თანხმობის გამომხატველი, თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტა წარმოადგენს ჩვენს მთავრობებს შორის შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევა თქვენი საპასუხო ნოტის თარიღის დღიდან.

ნება მიბოძეთ, ბატონო მინისტრო, გამოვხატო თქვენდამი ჩემი უღრმესი პატივისცემა.

 (ხელმოწერილია)

საქართველოს საპასუხო ნოტა

01/16555

მის აღმატებულებას

გერმანიის ფედერაციული

რესპუბლიკის ელჩს

ბატონ ერნსტ პეტერ ფიშერს

ქ. თბილისი

თქვენო აღმატებულებავ,

მაქვს პატივი, გამოვხატო ღრმა პატივისცემა და დაგიდასტუროთ 2023 წლის 21 აპრილით დათარიღებული ნოტის მიღება, რომელშიც ვკითხულობთ:

„მაქვს პატივი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს 2023 წლის 21 თებერვლის თანხმობაზე (ვერბალური ნოტა №21/2023) დაყრდნობით და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 1998 წლის 11 მაისის შეთანხმების (ჩარჩო შეთანხმება) საფუძველზე შემოგთავაზოთ შემდეგი შეთანხმება:

  1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს მთავრობა ერთობლივად ახორციელებენ პროექტის „კარგი ფინანსური მმართველობა საქართველოში“ ხელშეწყობას, იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა ამ პროექტის ხელშეწყობის მიზანშეწონილობა.
  1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნული პროექტისთვის გამოყოფს პერსონალსა და საგნობრივ დახმარებას და შესაბამის შემთხვევაში ასევე ფინანსურ დახმარებას 3.000.000,00 ევროს (სიტყვიერად: სამი მილიონი ევრო) ოდენობით. პროექტის განხორციელებას იგი ავალებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ).  
  1. აღნიშნული პროექტის და ასევე შესასრულებელი სამუშაოებისა და ვალდებულებების დეტალები უნდა განისაზღვროს განხორციელების ხელშეკრულებასა და შესაბამის შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულებაში, რომელიც უნდა დაიდოს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) და იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დააკისრებს პროექტის განხორციელებას. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ იმ ორგანიზაციამ, რომელსაც იგი დააკისრებს პროექტის განხორციელებას, შეასრულოს პირველ პუნქტში დასახელებული პროექტისათვის საჭირო სამუშაოები. კერძოდ იგი უზრუნველყოფს განხორციელების ხელშეკრულებასა და შესაბამის შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულებაში აღნიშნული პარტნიორული ვალდებულებების შესრულებას.
  1. თანხმობა პირველ პუნქტში დასახელებული პროექტის ხელშეწყობაზე უქმდება ისე, რომ არ მოხდება მისი შეცვლა სხვა პროექტით, თუ თანხმობის გაცემის დღიდან ხუთი წლის განმავლობაში არ გაფორმდება მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულება. მე-2 პუნქტში დასახელებული თანხის თანხმობისთვის ეს ვადა იწურება 2028 წლის 20 თებერვალს. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ ვადაში მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულება დაიდება იმ თანხის მხოლოდ ნაწილზე, რომელზეც გაცემულია თანხმობა, თანხმობის გაუქმების აღნიშნული დებულება შეეხება მხოლოდ თანხების იმ ნაწილს, რომელთა მიმართებაშიც არ დადებულა აღნიშნული ხელშეკრულება.
  1. ზემოხსენებული ჩარჩო შეთანხმების დებულებები ვრცელდება ასევე წინამდებარე შეთანხმებაზე. 
  1. საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს განმახორციელებელ ორგანიზაციას ყველა იმ პირდაპირი გადასახადისაგან, რომლებიც საქართველოში წარმოიშვება პირველ პუნქტში აღნიშნულ პროექტთან ან მე-3 პუნქტში აღნიშნული განხორციელების ხელშეკრულებისა და შესაბამის შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულების დადებასთან და შესრულებასთან დაკავშირებით.
  1. საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დავალებით იმპორტირებულ საგნობრივ საქონელს, მათ შორის, მოწყობილობებსა და სატრანსპორტო საშუალებებს, ყველა იმპორტისა და ექსპორტის გადასახადისგან, საპორტო და სასაწყობო გადასახდელებისგან და სხვა ოფიციალური მოსაკრებლებისგან და უზრუნველყოფს, რომ მოხდეს მათი დაუყოვნებლივი გაფორმება.
  1. საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს გერმანული განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ პირველ პუნქტში დასახელებული პროექტისთვის შეძენილ საქონელს და მომსახურებას დამატებული ღირებულებისა და მსგავსი არაპირდაპირი გადასახადებისგან, რომლებიც საქართველოში წარმოიშვება. გათავისუფლება შეიძლება განხორციელდეს ანაზღაურების ან ამ გადასახადებისგან გათავისუფლების გზით.
  1. ეს შეთანხმება ვრცელდება ასევე პირველ პუნქტში დასახელებული პროექტისთვის თანხის გაზრდის, ისევე როგორც სხვა დონორის თანადაფინანსების შემთხვევაში და მომავალში მის შემდგომ პროექტებზე, თუ ორივე მთავრობა გამოხატავს ხელშეწყობის გაგრძელების სურვილს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თანხმობები შემდგომი პროექტებისთვის და პროექტის თანხის გაზრდისთვის განხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან შეტყობინების გზით, წინამდებარე შეთანხმებაზე მკაფიო მითითებით. ასეთ შემთხვევებში იმოქმედებს მე-4 პუნქტისგან განსხვავებული ვადები, რომლებიც ცალკე იქნება მითითებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის შეტყობინებაში.
  1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს იგი დიპლომატიური გზებით. ხელშეკრულების გაუქმება ძალაში შევა შეტყობინების შესვლიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგი თვის პირველ რიცხვში.
  1. სადავო საკითხები წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეების მიერ დარეგულირდება მეგობრულ გარემოში კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების საფუძველზე.
  1. წინამდებარე შეთანხმება იდება გერმანულ და ქართულ ენაზე. ამასთან ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა ეთანხმება პირველიდან მე-12 პუნქტის ჩათვლით წარმოდგენილ წინადადებებს, წინამდებარე ნოტა და საქართველოს მთავრობის თანხმობის გამომხატველი, თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტა წარმოადგენს ჩვენს მთავრობებს შორის შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევა თქვენი საპასუხო ნოტის თარიღის დღიდან.

ნება მიბოძეთ, ბატონო მინისტრო, გამოვხატო თქვენდამი ჩემი უღრმესი პატივისცემა.”

მაქვს პატივი საქართველოს მთავრობის სახელით დავადასტურო ზემოხსენებული შეთანხმება და დავეთანხმო, რომ თქვენი აღმატებულების 2023 წლის 21 აპრილის ნოტა და წინამდებარე საპასუხო ნოტა წარმოადგენს ორ მთავრობას შორის შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევა საქართველოს მხარის საპასუხო ნოტის თქვენ მიერ მიღების დღიდან.

ნება მიბოძეთ, ბატონო ელჩო, დავადასტურო თქვენდამი ჩემი უღრმესი პატივისცემა.

2023 წლის 19 მაისი

 (ხელმოწერილია)