დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ევროთი დენომინირებული საკრედიტო გადარიცხვისა და პირდაპირი დებეტის შესრულების ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 16 სექტემბრის №122/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 146/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010070.18.011.016725 |
|
„ევროთი დენომინირებული საკრედიტო გადარიცხვისა და პირდაპირი დებეტის შესრულების ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 16 სექტემბრის №122/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ევროთი დენომინირებული საკრედიტო გადარიცხვისა და პირდაპირი დებეტის შესრულების ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 16 სექტემბრის №122/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 19/09/2022; ს/კ: 220010070.18.011.016642) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ევროთი დენომინირებული საკრედიტო გადარიცხვისა და პირდაპირი დებეტის შესრულების ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრის წესი (შემდგომში – წესი) ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებზე, მიკრობანკებსა და რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე, რომლებიც გეგმავენ ჩაერთონ ან ჩართული არიან ერთიანი ევროგადახდის სივრცის (SEPA) საკრედიტო გადარიცხვის ან პირდაპირი დებეტის სქემაში.“. 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) საქართველოში მოქმედი პროვაიდერი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები