„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 147/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016726
147/04
27/06/2023
ვებგვერდი, 28/06/2023
220090000.18.011.016726
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №147/04

2023 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 12/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 220090000.18.011.016025) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების კომერციული ბანკების/მიკრობანკების მიერ სათანადოდ შესრულების მიზნით,“.

2. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს საბანკო დაწესებულებების (კომერციული ბანკი და მიკრობანკი) (შემდგომში – ბანკი) მიერ რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნებისთვის, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის (შემდგომში – ანგარიში) გახსნის წესს, ანგარიშის სახეებს და მათ დანიშნულებას.“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირადობის დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი. საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის პირადობის დადასტურება აგრეთვე შესაძლებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული პირის შესაბამისი მონაცემებით (ინფორმაციით). პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პირს არ გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები (მაგალითად, არასრულწლოვანი პირის სახელზე დეპოზიტის (ანაბრის) გახსნის შემთხვევაში);“;

ბ.ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საკასო მომსახურების ანგარიში – ბანკის, ბანკის ფილიალის, განყოფილების (სერვის – ცენტრის) ანგარიში ეროვნულ ბანკში და/ან სხვა ბანკში (მის ფილიალში), რომელიც გამოიყენება მხოლოდ ნაღდი ფულის შეტანისა და გატანის ოპერაციების, სათავო ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშიდან ჩარიცხვის ოპერაციების, ასევე ამ ანგარიშზე არსებული თანხების სათავო ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშზე გადარიცხვის მიზნებისათვის;“;

ბ.გ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) ესქრო აგენტი – ბანკი, რომელიც ესქრო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ახორციელებს ესქრო მომსახურებას;“;

ბ.დ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნაზე უფლებამოსილი პირი – არარეზიდენტი იურიდიული პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით ექვემდებარება ზედამხედველობას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის  თვალსაზრისით და რომელიც უფლებამოსილია ჰქონდეს საკორესპონდენტო ანგარიში ბანკში;“;

გ)  მე-3 მუხლის:

გ.ა)  11 და მე-2 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ბანკს ეკრძალება ისეთი ანგარიშების გახსნა და წარმოება, როდესაც მფლობელის იდენტიფიკაციის მიზნით გამოიყენება კოდური სიტყვა ან ციფრი (ციფრების კომბინაცია), რომელიც არ ატარებს მისი მფლობელის სახელს და ანგარიშის მფლობელის იდენტიფიკაცია ხდება მხოლოდ ანგარიშის ნომრის მეშვეობით (ნომრიანი ანგარიში), მათ შორის, ბანკს ეკრძალება ისეთი ანგარიშის გახსნა და წარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესით“  გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით ბანკის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციას.

2. პირებს შეუძლიათ გახსნან მიმდინარე ანგარიშები (გარდა ბანკებისა), ნომინალური მფლობელობის ანგარიშები და სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშები.“;

გ.ბ) მე-5 – მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეზიდენტი იურიდიული პირის (გარდა ბანკისა) ფილიალებს, განყოფილებებს და სხვა განცალკევებულ ქვედანაყოფებს ანგარიში გაეხსნებათ სათავო საწარმოს (ორგანიზაციის) შუამდგომლობით, ხოლო საბიუჯეტო ორგანიზაციას – სახაზინო სამსახურის ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს თანხმობის საფუძველზე. ამასთანავე, სათავო საწარმოები (ორგანიზაციები), სახაზინო სამსახური ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები უფლებამოსილნი არიან შეწყვიტონ შუამდგომლობა ან გააუქმონ ადრე გაცემული თანხმობა ანგარიშის გახსნის შესახებ.

6. საკასო მომსახურების ანგარიში ეხსნებათ მხოლოდ ბანკებს, მათ ფილიალებს და განყოფილებებს (სერვისცენტრებს).

7. სათავო ბანკებს საკორესპონდენტო ანგარიშები გაეხსნებათ:

ა) საქართველოს ეროვნულ ბანკში;

ბ) სხვა (სათავო) ბანკში.

8. ბანკს, მის ფილიალს, განყოფილებას (სერვისცენტრს) საკასო მომსახურებისათვის ეროვნულ ბანკში ან/და ბანკში ან/და მის ფილიალში გაეხსნება ერთი საკასო მომსახურების ანგარიში თითოეულ ვალუტაში. ბანკის, მისი ფილიალის, განყოფილების (სერვისცენტრის) საკასო მომსახურების ანგარიშზე შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ნაღდი ფულის შეტანისა და გატანის ოპერაციები, სათავო ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან ჩარიცხვის ოპერაციები, ასევე ამ ანგარიშზე არსებული თანხების გადარიცხვა სათავო ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე.“;

დ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნომინალური მფლობელობის ანგარიში შეიძლება გაეხსნას იმ არარეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელიც შესაბამისი  ქვეყნის  კანონმდებლობის საფუძველზე ეწევა საადვოკატო, სანოტარო, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ან ფასიანი  ქაღალდების  ბაზრის  შუამავალი პირის საქმიანობას და მის მიმართ ხორციელდება  ზედამხედველობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის თვალსაზრისით. ადვოკატის, ნოტარიუსის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ან ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი პირის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები უნდა ითვალისწინებდეს ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის იდენტურ ან უფრო მკაცრ მოთხოვნებს.“;

ე) მე-6 მუხლის:

ე.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეზიდენტ იურიდიულ პირს (გარდა ბანკისა) ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი პირი;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ ინსტრუქციის 81 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. რეზიდენტი იურიდიული პირის (გარდა ბანკისა) ფილიალს ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) სათავო დაწესებულების უფლებამოსილი პირის განაცხადი ანგარიშის გახსნის თაობაზე;

ბ) სათავო დაწესებულების ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) ფილიალის ხელმძღვანელის და/ან ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

ე.ბ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის გახსნის შესახებ განაცხადად ჩაითვლება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანხმობით ბანკისთვის გაგზავნილი ელექტრონული მიმართვა ანგარიშის გახსნის თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული მიმართვა ბანკში გაგზავნილი უნდა იქნეს შესაბამისი პირის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ბანკს შორის ინფორმაციის გაცვლის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის მიზნებისათვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს პირის იდენტიფიკაციას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის ვინაობის გადამოწმება (ვერიფიკაცია) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული  ბაზიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.“.

ვ) მე-8 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საბანკო საქმიანობის/მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის ასლს.“;

ვ.ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბანკის, მისი ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე შესაბამისი უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;“;

ვ.გ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საბანკო საქმიანობის/მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის ასლს.“;

ზ) 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 81

1. ბანკს უფლება აქვს უშუალოდ იდენტიფიკაციის განხორციელების გარეშე გაუხსნას ანგარიშები პირებს:

ა) რომელთა იდენტიფიკაციისას და მათი ვინაობის გადამოწმებისას (ვერიფიკაციისას) ბანკი დაეყრდნო მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს მასთან ურთიერთობაში მყოფი პირის იდენტიფიკაციას და ვინაობის გადამოწმებას (ვერიფიკაციას) და ამ მესამე პირის/შუამავლის მიმართ ხორციელდება ზედამხედველობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის თვალსაზრისით. მესამე პირის/შუამავლის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კანონმდებლობის იდენტურ ან უფრო მკაცრ მოთხოვნებს.

ბ) რომლებსაც უკვე გახსნილი აქვთ ანგარიშები საქართველოში მოქმედ სხვა ბანკებში და შესაბამისი ბანკის მიერ განხორციელებულია კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (გადამოწმება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) რომელთა იდენტიფიკაციისას და მათი ვინაობის გადამოწმებისას (ვერიფიკაციისას) ბანკი, ამ ინსტრუქციის მე–6 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, დაეყრდნო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;

დ) რომელთა იდენტიფიკაციას/ვერიფიკაციას ბანკი ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გახსნილ ანგარიშებზე, პირველი ჩარიცხვის ოპერაცია უნდა განხორციელდეს ანგარიშის გამხსნელი პირის მიერ საკუთარი ანგარიშიდან, რომელიც გახსნილი აქვს იმ ქვეყნის ბანკში, რომელ ქვეყანაშიც განხორციელდა აღნიშნული პირის იდენტიფიკაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გახსნილ ანგარიშებზე – იმ ანგარიშიდან, რომელიც გახსნილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. ანგარიშის გასახსნელად ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტების მიღებამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად გახსნილ ანგარიშზე შესაძლებელია მხოლოდ ჩარიცხვის (მათ შორის, მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ვადიანი დეპოზიტის ანგარიშზე გადატანა) ოპერაციების განხორციელება. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ანგარიშის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში ბანკი არ მიიღებს ანგარიშის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტებს, ანგარიში იხურება და მასზე განთავსებული თანხები უბრუნდება გადმომრიცხავს იმავე ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდა პირველი ჩარიცხვის ოპერაცია.

4. ანგარიშის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად გახსნის შემთხვევაში, ანგარიშის გამხსნელ ბანკში პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მისვლამდე, ამ ანგარიშზე შესაძლებელია მხოლოდ ჩარიცხვის (მათ შორის, მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ვადიან დეპოზიტის ანგარიშზე გადატანა) ოპერაციების განხორციელება. თუ ანგარიშის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში პირი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი არ წარადგენს ანგარიშის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტებს, ანგარიში იხურება და მასზე განთავსებული თანხები უბრუნდება ანგარიშის მფლობელ პირს. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

5. ბანკი უფლებამოსილია ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის (პირების) მიერ (რომელთა იდენტიფიკაციისას და მათი ვინაობის გადამოწმებისას ბანკი დაეყრდნო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს)  ანგარიშის გახსნის შესახებ დაფიქსირებულ განაცხადად ჩათვალოს ამავე ბანკისთვის დისტანციური/ელექტრონული საკომუნიკაციო არხების საშუალებით განხორციელებული მიმართვა და იმოქმედოს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურებით.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ან ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ანგარიშის გახსნის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია, პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის და ბენეფიციარი მესაკუთრის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე ვინაობის გადამოწმება (იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ანგარიშის გამხსნელ ბანკში პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მისვლამდე ამ ანგარიშზე ოპერაციების წარმოება შესაძლებელია ბანკის მიერ დადგენილი შიდა პროცედურების მიხედვით.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირის მიერ ბანკში ანგარიშის გახსნისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება არ არსებობს, თუ დოკუმენტაცია მოიპოვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიღებული ინფორმაციისა.

8. ბანკი პირისათვის ანგარიშის გასახსნელად ვალდებულია აიღოს ამ პირის ხელმოწერის ნიმუში, ან პირისათვის ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით ოპერაციაზე დასტურისთვის  გამოიყენოს სანდო და უსაფრთხო ალტერნატიული საშუალება, რომლის დანერგვამდე 30 კალენდარული დღით ადრე უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს.“;

თ) მე-10 მუხლის:

თ.ა) პირველი  – 12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტები (გარდა სამართლებრივი აქტებისა და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარმოებული იურიდიული პირების ოფიციალურ რეესტრზე პირდაპირი წვდომით მოპოვებული დოკუმენტისა) ბანკს წარედგინება ორიგინალის ან შესაბამისი წესით დამოწმებული ასლის სახით, ან:

ა) ამ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმ შუამავლის/მესამე პირის უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით დამოწმებული ასლები, რომელსაც ეყრდნობა ბანკი პირის იდენტიფიკაციისას/ვინაობის გადამოწმებისას;

ბ) ამ ინსტრუქციის 8 1 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოში მოქმედი ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით დამოწმებული ასლები;

გ) ამ ინსტრუქციის 8 1 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბანკისთვის ანგარიშის გახსნის თაობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გაგზავნილი ელექტრონული მიმართვა დამოწმებული უნდა იყოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ;

დ) ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია და ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია, ბანკის მიერ განსაზღვრული ფორმით.

11. ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მოწმდება ნოტარიუსის/შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ან ანგარიშის გამხსნელი ბანკის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომლის მიერ, ან:

ა) ამ ინსტრუქციის 8 1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმ შუამავლის/მესამე პირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელსაც ეყრდნობა ბანკი პირის იდენტიფიკაციისას/ვინაობის გადამოწმებისას;

ბ) ამ ინსტრუქციის 8 1 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოში მოქმედი ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.

12. ბანკს უფლება აქვს მოიპოვოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სამართლებრივი სტატუსის შესახებ ელექტრონულად მიწოდებული ინფორმაციის (თუ ბანკსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ხელშეკრულებით დარეგულირებულია ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის საკითხი) საფუძველზე, ხოლო პირის თანხმობის საფუძველზე ბანკსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს პირის პირადობის დადასტურებისათვის აუცილებელი ინფორმაცია.“;

თ.ბ) 14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ მუხლის 13 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ პირის ანგარიშის გახსნისათვის საჭირო დოკუმენტაცია დამოწმებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქართველოში მოქმედი ბანკის მიერ პირის იდენტიფიკაციის დროს ეს საბუთები მიღებული იყო ამ მუხლის 1​3 პუნქტის დაცვით.“;

თ.გ) მე-5-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21​1 მუხლის მე-3 პუნქტის და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის, შესაბამისად, და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-11 მუხლის საფუძველზე, საქართველოში მოქმედ ბანკებს უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაცია.

6. საქართველოში მოქმედ ბანკებს, შესაბამისად, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტის და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, უფლება აქვთ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე, გარდა იმავე პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევისა.

7. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ეროვნულ ბანკში ბანკის ფილიალის განყოფილების (სერვის ცენტრის) საკასო მომსახურების ანგარიშის გახსნაზე.“;

თ.დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანხმობა საჭირო არ არის, თუ აქტივების ან/და ვალდებულებების გადაცემისას არ უარესდება ლიკვიდაციის პროცესში მყოფ ბანკში აქტივებისა და ვალდებულებების მიმართ არსებული პირობები, კერძოდ, თანხის გადარიცხვისა და გატანის საკომისიოები.“;

ი) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ეროვნულ ბანკში გახსნილი ბანკის სალიკვიდაციო ანგარიშის შემთხვევაში – ლიკვიდაციის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი