„საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან ოპერაციების შეზღუდვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 მარტის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 148/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016727
148/04
27/06/2023
ვებგვერდი, 28/06/2023
220010000.18.011.016727
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან ოპერაციების შეზღუდვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 მარტის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №148/04

2023 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან ოპერაციების შეზღუდვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 მარტის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან ოპერაციების შეზღუდვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 მარტის №33/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/04/2022; ს/კ: 220010000.18.011.016615) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან ოპერაციების შეზღუდვის  წესი (შემდგომში – წესი) ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებზე და მიკრობანკებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე (შემდგომში – „პროვაიდერი“).“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროვაიდერი (ექვაირერი/სუბ-ექვაირერი) უფლებამოსილია ექვაირინგის მომსახურება გაუწიოს სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ უცხოურ კომპანიას, თუ პროვაიდერი (ექვაირერი/სუბ-ექვაირერი) უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების და მიკრობანკების, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით ამ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიების სასარგებლოდ გადახდის ოპერაციების განხორციელების შეზღუდვას.“.

  3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) SWIFT-ის საშუალებით გადარიცხვების განხორციელების შემთხვევაში: მიმღების დასახელება, მიმღების ანგარიშის ნომერი, მიმღების მომსახურე კომერციული ბანკის/მიკრობანკის დასახელება და BIC;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი