დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 დეკემბრის №287/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 150/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.18.011.016729 |
|
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 დეკემბრის №287/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 დეკემბრის №287/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/12/2018; ს/კ: 200090000.18.011.016367) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ერთ-ერთ კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში გაიხსნება ლიკვიდაციაში მყოფი პროვაიდერის სალიკვიდაციო ანგარიში (როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში) და მოხდება კომერციულ ბანკებში/მიკრობანკებში ყველა არსებული ანგარიშის დაბლოკვა, რის შემდგომაც თანხები აკუმულირდება სალიკვიდაციო ანგარიშზე. გარდა ამისა, აღნიშნული ანგარიშის მეშვეობით მოხდება ანგარიშსწორება.“. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ლიკვიდატორს უფლება აქვს: ა) დროებით არ დახუროს კომერციულ ბანკებში ან/და მიკრობანკებში არსებული სალიკვიდაციო პროვაიდერის ანგარიშები; ბ) მიიღოს სესხი კომერციული ბანკებისაგან ან/და მიკრობანკებისგან; გ) გადასცეს კომერციულ ბანკს, მიკრობანკს ან/და სხვა პროვაიდერს საფინანსო აქტივები, მათ შორის, სესხის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლება; დ) ორგანიზაცია გაუწიოს კომერციული ბანკებისთვის, მიკრობანკებისთვის და სხვა პროვაიდერებისთვის ვალდებულებათა გადაცემას, ელექტრონული საფულეების შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესით.“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადატანისას, ლიკვიდატორი მიმღებ კომერციულ ბანკს, მიკრობანკს ან/და პროვაიდერს გადასცემს ამ აქტივებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. მიმღები კომერციული ბანკი, მიკრობანკი და პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიმღები კომერციული ბანკი, მიკრობანკი და პროვაიდერი უნდა აკმაყოფილებდეს ლიკვიდატორის მიერ დადგენილ პირობებს.“. 3. მე-4 მუხლის: ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დაუგზავნოს შეტყობინებები კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს და შუამავალ პროვაიდერებს, რათა ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ მოხდეს სალიკვიდაციო პროვაიდერის საბანკო ანგარიშზე რიცხული სახსრების, ასევე შუამავალი პროვაიდერის საბანკო ანგარიშზე სალიკვიდაციო პროვაიდერის მიერ გადახდის ოპერაციის შესრულების მიზნით წინასწარ განთავსებული თანხის ნაშთის გამოყენება;“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ლიკვიდატორმა კომერციულ ბანკს, მიკრობანკს და შუამავალ პროვაიდერს უნდა წარუდგინოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული ხელმოწერისა, ასევე არსებობის შემთხვევაში, ბეჭდის ნიმუშები.“. 4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კომერციული ბანკებისაგან და მიკრობანკებისგან მიღებული სესხის არამიზნობრივად გამოყენებისათვის;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები