„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 151/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016730
151/04
27/06/2023
ვებგვერდი, 28/06/2023
220010040.18.011.016730
„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №151/04

2023 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 30/11/2018; ს/კ: 220010040.18.011.016353) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დებულების მიზანია განისაზღვროს გადარიცხვის ოპერაციაში გადამხდელისა და მიმღების შესახებ ის სავალდებულო რეკვიზიტები, რომელიც თან უნდა ახლდეს აღნიშნულ გადარიცხვას მისი შესრულების ყველა ეტაპზე. ეს დებულება ვრცელდება ისეთ გადარიცხვებზე, რომლის გადამხდელის ან/და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან მიკრობანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა.

2. ეს დებულება ვრცელდება გადარიცხვის ოპერაციებზე ნებისმიერ ვალუტაში, რომელიც იგზავნება, გადაცემულია ან მიღებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის/მიკრობანკის ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მიმღების და გადამხდელის პროვაიდერი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი/მიკრობანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაში მონაწილე ყველა პროვაიდერი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი/მიკრობანკი ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, მაშინ გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია გააყოლოს გადარიცხვის ოპერაციას, სულ მცირე, გადამხდელის და მიმღების ანგარიშის ნომრები (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გადახდის ოპერაციას უნდა გაჰყვეს ტრანზაქციის უნიკალური კოდი). თუ გადარიცხვის ოპერაციის ინიციირება ხორციელდება ელექტრონულად, საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ან სხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, გადამხდელის ვერიფიკაცია დასაშვებია განხორციელდეს იმ პროვაიდერის მიერ, ვისაც გატარებული აქვს ამ გადამხდელის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურები.

4. თუ მიმღების პროვაიდერი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი/მიკრობანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და გადარიცხვის ოპერაციის თანხა არ აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში, მაშინ გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია გააყოლოს გადარიცხვის ოპერაციას სულ მცირე გადამხდელის და მიმღების სახელწოდებები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) და ანგარიშის ნომრები (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გადახდის ოპერაციას უნდა გაჰყვეს ტრანზაქციის უნიკალური კოდი).“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ერთი გადამხდელის გადახდის ოპერაციების პაკეტური ფაილის სახით შესრულებისას, როდესაც მიმღებების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (პროვაიდერები) არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან მიკრობანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, პაკეტური ფაილის შემადგენელი თითოეული ინდივიდუალური გადახდის ოპერაცია შეიძლება შეიცავდეს გადამხდელის შესახებ ამ მუხლის მე-2 პუნქტის მხოლოდ „ა.ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ ინფორმაციას, თუ ამავდროულად გადახდის ოპერაციების პაკეტური ფაილი შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას და გადამხდელის მიმართ შესრულებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნა.“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმღების პროვაიდერი ვალდებულია დანერგოს ეფექტური პროცედურები, რომელთა საშუალებით დროის რეალურ რეჟიმში ან შემდგომი მონიტორინგის გზით განახორციელებს მიღებულ გადარიცხვებში (შემდგომში – ჩარიცხვები) გადამხდელსა და მიმღებზე შემდეგი ინფორმაციის არსებობის შემოწმებას:

ა) თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაში მონაწილე ყველა პროვაიდერი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკები/მიკრობანკები ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერები ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებია – გადამხდელის და მიმღების ანგარიშის ნომრები (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ტრანზაქციის უნიკალური კოდი);

ბ) თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაში მონაწილე გადამხდელის ან შუამავალი პროვაიდერი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი/მიკრობანკი ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და გადარიცხვის ოპერაციის თანხა ან დაკავშირებული გადარიცხვის ოპერაციების ჯამური თანხა აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში, მაშინ გადამხდელის შესახებ ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ყველა, ასევე, „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულიდან ერთ-ერთი ინფორმაცია, ხოლო, მიმღების შესახებ – ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია;

გ) თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაში მონაწილე გადამხდელის ან შუამავალი პროვაიდერი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი/მიკრობანკი ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და გადარიცხვის ოპერაციის თანხა არ აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში, მაშინ ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული ინფორმაცია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

 


საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი