„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 153/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016732
153/04
27/06/2023
ვებგვერდი, 28/06/2023
220090000.18.011.016732
„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №153/04

2023 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 03/09/2020; ს/კ: 220090000.18.011.016495) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის და მიკრობანკის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (შემდგომში – საგადახდო მომსახურების პროვაიდერი) მიერ მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის განხორციელების, მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის მოთხოვნისგან გამონაკლისით სარგებლობის, საგადახდო მომსახურების მომხმარებლის (შემდგომში – მომხმარებელი) უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების კონფიდენციალობისა და მთლიანობის დაცვის და მათთან დაკავშირებულ საკითხებს.“.

2. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული ოპერაციების შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ოპერაციაში მონაწილე ემიტენტი და ექვაირერი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს და მიკრობანკს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი