დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3430-XIმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.05.001.021009 |
|
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) წყლის რესურსების მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების სააუზო მართვის პრინციპების გამოყენებით;“. 2. 34-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) წყლის რესურსების მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების სააუზო მართვის პრინციპების გამოყენებით;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 30 ივნისი 2023 წ. N3430-XIმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები