დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3387-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 360150000.05.001.020923 |
|
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.03.2021, სარეგისტრაციო კოდი: 360150000.05.001.020241) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 28-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2022 წლის 1 ივლისამდე პირის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებით გამოწვეული ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი დაანგარიშდეს და ანაზღაურდეს 2022 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით, ხოლო თუ 2022 წლის 1 ივლისამდე განხორციელებული უკანონო ქმედებით გარემოსთვის ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პირს დაკისრებული არ აქვს ამ ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილება), მას უფლება აქვს, 2024 წლის 1 დეკემბრამდე მიმართოს დეპარტამენტს და მოსთხოვოს მას ამ კანონით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ან მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურების მასზე გავრცელება.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელ პირს, რომელმაც აღნიშნული საქმიანობა 2026 წლის 1 სექტემბრამდე დაიწყო, ამავე კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ვალდებულება წარმოეშობა 2026 წლის 1 სექტემბრიდან.“. 2. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) 2025 წლის 1 სექტემბრამდე მიიღოს დადგენილება „გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელებით გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის წესის შესახებ“.“. 3. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის მე-13 მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.“. 4. №2 დანართს („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართით განსაზღვრული საქმიანობები.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 29 ივნისი 2023 წ. N3387-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები