„დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №259/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 154/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016733
154/04
27/06/2023
ვებგვერდი, 28/06/2023
220010020.18.011.016733
„დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №259/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №154/04

2023 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №259/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №259/04 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 03/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 220010020.18.011.016357) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფინანსური ინსტიტუტის საკუთარი კაპიტალი, რომელიც გაანგარიშებულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 (ხუთ) მილიონ ლარს ან აღნიშნულ ოდენობამდე საკუთარი კაპიტალის შევსება ფინანსურ ინსტიტუტს გარანტირებული/დაზღვეული უნდა ჰქონდეს კომერციული ბანკის/მიკრობანკის/სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული გარანტიის/დაზღვევის საფუძველზე; გარანტიის/დაზღვევის პირობები, სულ მცირე, უნდა უზრუნველყოფდეს საკუთარი კაპიტალის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ოდენობამდე შევსებას, თუ სპეციალიზებული დეპოზიტარი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან ვეღარ ასრულებს საპენსიო სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს;“;

ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ ფინანსური ინსტიტუტის საკუთარი კაპიტალის ოდენობა 5 (ხუთ) მილიონ ლარზე ნაკლებია, კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ გარანტირებული ან დაზღვეულია ფინანსური ინსტიტუტის მიერ საკუთარი კაპიტალის შევსება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი