დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 11 ნოემბრის №198/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 155/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240080000.18.011.016734 |
|
„საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 11 ნოემბრის №198/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 11 ნოემბრის №198/04 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 12/11/2020, სარეგისტრაციო კოდი: 240080000.18.011.016518) დამტკიცებული წესის:
ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) არ დახუროს კომერციულ ბანკებში/მიკრობანკებში არსებული მიმდინარე ანგარიშები განსაზღვრული ვადით;“; ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გაუგზავნოს შეტყობინებები შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებს (მათ შორის, სპეციალიზებულ დეპოზიტარს – ასეთის არსებობისას, კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლებს), რომლებთანაც, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, განთავსებულია საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ფულადი სახსრები/ფასიანი ქაღალდები, რათა მათ ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ განკარგონ საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის აქტივები. ასეთი შეტყობინება ფინანსურ ინსტიტუტს უნდა გაეგზავნოს ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ ლიკვიდატორისათვის საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის კუთვნილი სხვა აქტივების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა მოგვიანებით;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები