დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3393-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
სარეგისტრაციო კოდი | 360160000.05.001.020924 |
|
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ12“ ქვეპუნქტი: „ჰ12) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა – „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა.“. 2. მე-7 მუხლის: ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პირი, რომელიც ახორციელებს ნარჩენების შეგროვებას ან ტრანსპორტირებას, ვალდებულია ნარჩენები დასამუშავებლად გადასცეს შესაბამის ობიექტს, რომელსაც აქვს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა ან გავლილი აქვს რეგისტრაცია.“; ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აკრძალულია ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა.“. 3. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა და რეგისტრაცია“. 4. 24-ე და 25-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას/ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ექვემდებარება 1. გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობები, ხოლო ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას − „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობები. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და მათი შინაარსისადმი მოთხოვნები განისაზღვრება ამ კოდექსით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათ საფუძველზე მიღებული და გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. თუ პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ერთზე მეტ საქმიანობას ახორციელებს და ეს საქმიანობები ერთმანეთთან არსებითად არის დაკავშირებული, აღნიშნული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ერთი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღება. მუხლი 25. ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისათვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისათვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით ან „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა წარედგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) დასამუშავებელი ნარჩენების სახეობა (კოდი და დასახელება ამ კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მიღებული დადგენილების შესაბამისად); ბ) დასამუშავებელი ნარჩენების რაოდენობა და წარმოშობა; გ) ნარჩენების აღდგენის ან განთავსების ოპერაციების კოდები და აღწერილობა ამ კოდექსის I ან II დანართის შესაბამისად; დ) გამოსაყენებელი საშუალებები და მოწყობილობები, აგრეთვე მათი წარმადობა; ე) მოსაწყობი ნაგავსაყრელის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია.“. 5. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვებისა და საქმიანობების რეგისტრაციების რეესტრი ამ კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვები და რეგისტრაციები აისახება ნარჩენების მონაცემთა ბაზაში ამ კოდექსის 30-ე მუხლის შესაბამისად.“. 6. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. ნარჩენების მონაცემთა ბაზა სამინისტრო აწარმოებს და აახლებს ნარჩენების მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს: ა) ამ კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს; ბ) იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებზედაც ამ კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად გაიცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა; გ) იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომელთა საქმიანობაც ამ კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად დაექვემდებარა რეგისტრაციას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 29 ივნისი 2023 წ. N3393-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები