დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციის და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისს №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016377 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციის და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისს №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, |
1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის №23 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016092) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-4 მუხლის „21“, „22“ და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ცენტრის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ცენტრის უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. 22. ცენტრის უფროსის მოადგილის ფუნქციებისა და კომპეტენციების განსაზღვრა ხორციელდება ცენტრის უფროსის ბრძანებით. 3. ცენტრის უფროსის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან ცენტრის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ცენტრის უფროსის მოვალეობას ასრულებს ცენტრის უფროსის მოადგილე, ხოლო ცენტრის უფროსის მოადგილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან ცენტრის უფროსის მოადგილის უფლებამოსლების შეწყვეტის შემთხვევაში, ცენტრის უფროსის მოვალეობას ასრულებს ცენტრის უფროსის მიერ წინასწარ განსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“; ბ) დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ცენტრის სტრუქტურა 1. ცენტრი მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. 2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაა: ცენტრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა; ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება, საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალების შესრულების ანალიზი და კონტროლი; კომპეტენციის ფარგლებში ცენტრში დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება; ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა; ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ორგანიზების უზრუნველყოფა; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება; საზოგადოების ინფორმირება ცენტრის საქმიანობაზე, ცენტრის სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ბ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაა: საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; ცენტრის წლიური ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ცენტრისათვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა; წლიური ბიუჯეტების შესრულების ანალიზი და ანგარიშგება; ცენტრის საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელება, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა, ბალანსის მომზადება; ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზება, კონტროლი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; გ) საგამოცდო ლაბორატორია, რომლის ძირითადი ფუნქციაა: საგამოცდო ლაბორატორიაში შემოსული საანალიზო ნიმუშების/სინჯების მიღება და რეგისტრაცია; დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად ნიმუშების/სინჯების აღება და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ნორმატიულ ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად; გონივრულ ვადაში ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების/გამოცდის ოქმების გაცემა; ცენტრში შემოსული სასმელი წყლის, ზედაპირული წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვლეულის და სხვა) ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ქრომატოგრაფიული, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ), პარაზიტოლოგიური, ვეტერინარულ-სანიტარიული, რადიომეტრული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად; ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოოანთროპონოზური) დაავადებების გამოვლენისას პათოლოგიური მასალის გამოკვლევები; ნიადაგის ფიზიკო-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, რადიომეტრული გამოკვლევები და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა; მცენარეთა საკარანტინო და მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა; აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში მოქმედი ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად; დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებსა და სხვა სათავსოების ჰაერში აეროდინამიკური, ფიზიკო-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და რადიომეტრიული გამოკვლევები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება. საგამოცდო ლაბორატორიას გააჩნია თავისი ფუნქციური ბეჭედი, რომელიც გამოიყენება გამოცდის ოქმის ხელწერით დამოწმებისას. 3. ცენტრს, ხარისხის მართვის საკითხების მოწესრიგების მიზნით, ჰყავს ხარისხის მენეჯერი, რომელიც ექვემდებარება უშუალოდ ცენტრის უფროსს. ხარისხის მენეჯერის ძირითადი ფუნქციაა: ცენტრის საქმიანობის სფეროს შესაბამისად ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშვება, დანერგვა და მართვა; ხარისხის მენეჯმენტის სისტემის პროცედურების დოკუმენტურად გაფორმება და აღნიშნული დოკუმენტაციის შესაბამის პერსონალზე გაცნობა; ცენტრის უფროსისათვის, ხარისხის მენეჯმენტის საკითხებში პერსონალის მომზადებაზე წინადადების წარდგენა; საერთაშორისო სტანდარტით (ISO 17025) გათვალისწინებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავებასა და დანერგვაზე ზედამხედველობა; ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტის დაგეგმვა, ორგანიზება და აუდიტის შედეგად, ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე ზედამხედველობა; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართავენ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, პასუხისმგებელნი არიან მათზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 15 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები