ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-17. 17231715
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/06/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016014
გ-17. 17231715
20/06/2023
ვებგვერდი, 27/06/2023
000000000.00.139.016014
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-17.17231715

2023 წლის 20 ივნისი

ქ. ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბაზე მდებარე გეოგრაფიული  ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლისა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  25/05/2023 წლის №01/1065 წერილის შესაბამისად:

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბაზე არაბული ციფრების გამოყენებით სახელდებულ ქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს:

ა) 1-ლი ქუჩა, 1-ლი ქუჩის შესახვევი, 1-ლი ქუჩის ჩიხი  მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის შესახვევი,  მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის ჩიხი (დანართი №1);

ბ) მე-2 ქუჩა, მე-2 ქუჩის შესახვევი, მე-2 ქუჩის ჩიხი  დიმიტრი ყიფიანის ქუჩა, დიმიტრი ყიფიანის  ქუჩის შესახვევი, დიმიტრი ყიფიანის  ქუჩის ჩიხი (დანართი №2);

გ) მე-3 ქუჩა  ნიკო ფიროსმანის ქუჩა (დანართი №3);

დ) მე-4 ქუჩა, მე-4 ქუჩის შესახვევი, მე-4 ქუჩის  ჩიხი  თორნიკე ერისთავის ქუჩა, თორნიკე ერისთავის ქუჩის შესახვევი, თორნიკე ერისთავის ქუჩის ჩიხი (დანართი №4);

ე) მე-5 ქუჩა, მე-5 ქუჩის ჩიხი გრიგოლ ორბელიანის ქუჩა, გრიგოლ ორბელიანის  ქუჩის ჩიხი (დანართი – №5);

ვ) მე-6 ქუჩა  ნოდარ დუმბაძის ქუჩა (დანართი №6);

ზ) მე-7 ქუჩა  მერაბ კოსტავას ქუჩა (დანართი №7);

თ) მე-8 ქუჩა, მე-8 ქუჩის ჩიხი  9 აპრილის ქუჩა, 9 აპრილის ქუჩის ჩიხი (დანართი №8);

ი) მე-9 ქუჩა, მე-9 ქუჩის შესახვევი  შოთა ნიშნიანიძის ქუჩა, შოთა ნიშნიანიძის ქუჩის შესახვევი (დანართი №9);

კ) მე-10 ქუჩა, მე-10 ქუჩის ჩიხი  ანა კალანდაძის ქუჩა, ანა კალანდაძის  ქუჩის ჩიხი  (დანართი №10).

2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №60).

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე           დავით ზაალიშვილი