„ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 235
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024068
235
26/06/2023
ვებგვერდი, 27/06/2023
300160070.10.003.024068
„ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №235

2023 წლის 26 მაისი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2014, 300160070.10.003.017677) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 35-ე მუხლის მე-10 და 101 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„10. დაინტერესებულმა პირმა, დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისათვის დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებისათვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს არა უგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა.

101. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისათვის დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების (დამატებითი ან/და დაზუსტებითი) გამოყენებისათვის მიმართვა შესაძლებელია მხოლოდ იმ ობიექტებზე, რომლებზეც ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართვა განხორციელდა 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.“.    

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი