თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016593
14
26/06/2023
ვებგვერდი, 28/06/2023
010250050.35.163.016593
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №14

2023 წლის 26 ივნისი

ქ.თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 01/06/2022; 010250050.35.163.016567).

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 0.70 ლარით.“.

2. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე შეღავათიანი ტარიფით, 0.40 ლარით, მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:

1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პენსიონერებს;

2. თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული პირებს  დევნილებს;

3. თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს;

4. თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;

5. თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;

6. თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;

7. თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარჩენალდაკარგულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;

8. თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;

9. თელავის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ ბენეფიციარებს;

10. თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.“.

3. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული (გარდა სტუდენტის სტატუსისა) შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი სამგზავრო პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

4. დადგენილების მე-6 და მე-7 მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზი მთვარელიშვილი